"თქვენი საქმენი სიტყვებზე მეტს საუბრობენ"

სიტყვა მკურნალია, საქმე ნაყოფი... 

ადამიანები სხვათა საქმეში გულწრფელად ხედავენ მეტს უფრო არსებითს, ერთობ უჩინარსაც... საქმე კი წარმოაჩენს "საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“, უთქვამთ და ალბათ თქვენისთანებზე...

ჩემო კოლეგებო! და მართლაც, თქვენი საქმენი ჩემს სიტყვებზე უფრო მეტად საუბრობენ, საქმით გაჯერებულ ქმედებას სიტყვები ვერადავერ შესწვდებიან...

არაფერს ისე არ უხდება ჭარბი მგრძნობელობა, როგორც სიცოცხლის გადარჩენის საზღაურად მადლიერების უსაზღვრო გრძნობას... ძნელია მადლიერების სათანადო შეფასება, მადლიერების განსჯა კი სასიამოვნოა, როცა დროულია, მე კი... ალბათ, დავიგვიანე კიდეც... და... გაზაფხულის ამ მშვენიერ და ზეადამიანური სიყვარულით აღსავსე მზესავით თბილ დღეს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში საუკეთესო სამედიცინო დაწესებულების "ჩაფიძის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციას, ბ-ონ ავთანდილ ჯორბენაძეს, ბატონ რევაზ ჯორბენაძეს, კლინიკის მთელ კოლექტივს დიდი სიყვარულისა და თანადგომისათვის.

დიდი მადლობა Covid განყოფილების მაღალპროფესიონალ თანამშრომლებს, განყოფილების ხელმძღვანელს ლელა კოპალეიშვილს, ჩემს მკურნალ ექიმებს-ნინო და ნესტან ლაშხებს, თემურ პეტრიაშვილს, რეზიდენტებს-ნატა ურუშაძეს, ხატია ყაჭიურს, ხატია თვალოძეს, განურჩევლად ყველა მედდასა და მედდის დამხმარეებს.

დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, იმ უდიდესი სითბოს, პროფესიონალიზმის, სიყვარულისა და საქმისადმი ერთგულებისათვის, რასაც თანაბრად არ იშურებდით თითოეული პაციენტისთვის.

საყურადღეობოა ახლადშექმინილი, მაგრამ ყველაფრით სრულყოფილი განყოფილების საქმიანობაც, სადაც ერთი ადამიანივით მუშაობს მთელი გუნდი.

Covid 19-ის მართვა მიმდინარეობს ყველა მოთხოვნის შესაბამისად, კეთდება ყველა საჭირო ანალიზის სრული სპექტრი. მკურნალობის სქემაში იყენებენ და ითვალისწინებენ აბსოლუტურად ყველა ნიუანსს, რაც მოწოდებულია საერთაშორისო გაიდლაინებითა და პროტოკოლებით.

და ბოლოს... ყველა ჩვენთაგანი საკუთარი საქმის შვილია... საქმენი სიტყვაზე უფრო ხმამაღლა საუბრობენ... და ეს იყოს წრფელი გრძნობით მოძღვნილი საჩუქარი ჩემო კოლეგებო...

პატივისცემით, თამარ და ელენე შენგელიები
11.03.2021წ.

დაგვიმეგობრდით

trance