ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკის გამო, 2016 წელს მსოფლიოში ინსულტითა და გულის სხვა დაავადებებით 745 000 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკის გამო, 2016 წელს მსოფლიოში ინსულტითა და გულის სხვა დაავადებებით 745 000 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ სამუშაო საათების რაოდენობის ზრდის გამო, ადამიანებში ინსულტის საფრთხე იმატებს. კვლევის მიხედვით, დასაქმებულებში, რომლებიც კვირაში 55 საათს და მეტს მუშაობენ, ინსულტის რისკი 35 პროცენტითაა მომატებული, ხოლო გულის იშემიური დაავადებების შედეგად გარდაცვალების საფრთხე 17 პროცენტით მატულობს, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც კვირაში 35-40 საათს მუშაობს. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევაში.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2000-დან 2016 წლამდე პერიოდში, სამუშაო საათების გახანგრძლივების გამო, ინსულტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 19 პროცენტით, ხოლო გულის დაავადებით სიკვდილიანობა 42 პროცენტითაა მომატებული. მხოლოდ 2016 წელს ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკით მუშაობის გამო, მსოფლიოში ინსულტით და გულის სხვა დაავადებებით 745 000 ადამიანი გარდაიცვალა.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით ცუდად ხანგრძლივი სამუშაო საათები მამაკაცებზე მოქმედებს.

გარდაცვლილთა 72% სწორედ მამრობით სქესზე მოდის.



დაგვიმეგობრდით