დადებითი გამოსავალი დროულ ჰოსპიტალიზაციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

დადებითი გამოსავალი დროულ ჰოსპიტალიზაციაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

მსოფლიოში გულით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მაღალი რისკის ქვეყნად ითვლება, რაც მნიშვნელოვანწილად ავადმყოფობის პირველადი ნიშნების უგულებელყოფით არის განპირობებული.

ივანე ხოჭოლავა.
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ჩვენს დეპარტამენტში ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ მწვავე ინფარქტის, სტენოკარდიის, არითმიის, გულის უკმარისობის ნიშნები. პაციენტებმა დროულად უნდა ამოიცნონ გულის მწვავე სიმპტომები და მიმართონ სასწრაფო დახმარების სამსახურს, რათა მოხდეს დროული ჰოსპიტალიზაცია ისეთ კლინიკაში სადაც 24/7ზე მუშაობს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კარდიოქირურგიული სამსახური.

დროულად ჩატარებულ ინტერვენციულ თუ კარდიოქირურგიულ ოპერაციაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საბოლოო შედეგი. პაციენტებს, ვინც მწვავე ინფარქტის გამო მოგვმართა, წინა დღეებშიც ჰქონიათ მცირე შეტევები და სპაზმები, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან კუჭის პრობლემად ხელისა თუ სახსრის ტკივილად მიუჩნევიათ. არადა, ტკივილის სხვადასხვა ადგილზე გადაცემა სწორედ გულის შეტევას ახასიათებს.

– როგორია გულის შეტევის ნიშნები?

– პირველი და ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, მკვლელად აღიარებული ნიშანი – ეს არის წნევა! რატომღაც საქართველოში უგულებელყოფენ წნევით გამოწვეულ საფრთხეს და შინაურ პირობებში იღებენ ზომებს, რაც პრინციპულად დაუშვებელია. წნევა შესაძლოა, რაიმე სხვა სახის დაავადების, თუნდაც თირკმლის სნეულების გამოვლინება იყოს და თვითნებურად მისმა მკურნალობამ მრავალი საფრთხე წარმოშვას. წნევას და მის პარამეტრებს ადამიანი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს, ხოლო როცა წნევის არმქონე ადამიანს ის მოულოდნელად აუწევს, სასურველია, თავიდანვე გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან ან კარდიოლოგთან, რათა მისი გამომწვევი რისკ-ფაქტორები დროულად გამოვლინდეს. არსებობს წნევის გამომწვევი გენეტიკური საფუძველი, ასევე ისეთი ფაქტორების არსებობა, როგორიც არის თამბაქოს უკონტროლო მოხმარება, ჭარბი ქოლესტერინი, უმოძრაო ცხოვრების რიტმი, ალკოჰოლისა და მარილიანი საკვების მოხმარება... შეიძლება ითქვას, რომ წნევა მოურჩენელი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი, რეჟიმის შერჩევა და მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

თუ პაციენტს სისტემატიურად მაღალი წნევა ექნება და ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, გულის უკმარისობამდე, ინსულტამდე და ინფარქტამდეც მივიდეს. წნევის პროფილაქტიკის მთავარი მოთხოვნებია ცხოვრების წესის შეცვლა, წონის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების დარეგულირება და მედიკამენტური ჩარევით სტაბილური მდგომარეობის მიღწევა. იმის გათვალისწინებით, რომ გულის ავადმყოფობები გაახალგაზრდავდა, 40 წლის ასაკიდან ადამიანები ვალდებულები არიან, წნევის პარამეტრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

- რა უნდა ვიცოდეთ გულმკერდის არეში ტკივილის შესახებ?

გულმკერდის არეში უეცრად დაწყებულ ტკივილი ან ქოშინი (ჰაერის უკმარისობა)  შეიძლება იყოს კარდიული (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიტი, პერიკარდიტი, სხვადასხვა პათოლოგიით და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლით გამოწვეული)უნდა ვიცოდეთ რომ:თუ ტკივილი აღმოცენდება უეცერად, ფიზიკური დატვირთვის ფონზე, სიცივეში გამოსვლის ან თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაშითუ ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ის გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში)თუ ის აღიქმება როგორც წვა, ზეწოლა, მოჭერა ძალიანხშირად ეს არის გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმის, სტენოკარდიით გამოწვეული ტკივილი.

თუ ტკივილი მალე გაივლის და თავს უკეთ იგრძნობთ, ნუ დაელოდებთ ტკივილის ეპიზოდის გამეორებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ კარდიოლოგს. საჭირო გამოკვლევებს და მკურნალობას ექიმი შეგირჩევთ. თუ ტკივილი გახანგრძლივდა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გახსოვდეთ, დროული ჩარევის შემთხვევაში გულის დაავადებები კარგად ემორჩლება მკურნალობას.

დაგვიმეგობრდით