თენგიზ ცერცვაძე:

თენგიზ ცერცვაძე: "მიუხედავად ცენტრის სპეციფიკის და უმძიმესი კოვიდპაციენტებისა, ჩაფიძის გულის ცენტრს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს"

თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის (ე.წ. CFR) მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლის გაზ­რდი­სათ­ვის ე.წ. სტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას­თან ერ­თად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის და მიდ­გო­მე­ბის (რემ­დე­სი­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პო­რუ­ლი გაწ­მენ­და, და სხვ.) სწორ და დრო­ულ გა­მო­ყე­ნე­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, ე.წ. არას­ტან­დარ­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა "ინ­ტერ­ლე­ი­კინ-6” - ის (IL-6) რე­ცეპ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი - ტი­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა COVID-19-ის დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ა.წ. იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში სარ­წმუ­ნოდ ამ­ცი­რებს სიკ­ვდი­ლო­ბას, პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტალ­ში და­ყოვ­ნე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას და მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ჩვენ ტო­ცი­ლი­ზუ­მაბს წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ ჯერ კი­დევ COVID პან­დე­მი­ის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან, თუმ­ცა რიგი ობი­ექ­ტუ­რი, თუ სი­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ამ მე­დი­კა­მენტს ყვე­ლა COVID კლი­ნი­კა დღემ­დე არ იყე­ნებს, რა­საც არა­ვით­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს.

გვინ­და მო­ვიყ­ვა­ნოთ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის“ COVID კლი­ნი­კა­ში ა.წ. მაის-ივ­ნი­სის თვე­ებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით წარ­მა­ტე­ბით უმ­კურ­ნა­ლეს შვიდ მძი­მე და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID ავად­მყოფს (ექ­ვსი მათ­გა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და და მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე), რაც ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გია.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრი“ ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კაა, მაგ­რამ აქ 2020 წლის ნო­ემ­ბრი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს COVID გან­ყო­ფი­ლე­ბა, რო­მელ­შიც ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გარ­და წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­საც - პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მიერ, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა მა­ღა­ლი ნა­კა­დით - ე.წ. high flow, რემ­დე­სი­ვი­რი და სხვ. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. კლი­ნი­კას აქვს COVID-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (1,46%) და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლი­ნი­კა­ში ცენ­ტრის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­გორც წესი ხვდე­ბი­ან COVID ავად­მყო­ფე­ბი გუ­ლის და ფილ­ტვე­ბის მძი­მე თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, აქვს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ.

"ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრის“ , ისე­ვე რო­გორც ზო­გი­ერ­თი სხვა COVID კლი­ნი­კის (ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრი, ნ. ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა, კლი­ნი­კა "ნიუ ვი­ჟე­ნი“, კლი­ნი­კა "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“ და სხვ.), წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი უფრო ფარ­თედ უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი COVID კლი­ნი­კე­ბის მიერ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნე­ბე­ბის და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბის მკაც­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით", - წერს ცერ­ცვა­ძე.

დაგვიმეგობრდით