მე ისევ აქ ვარ, ცოცხალი და კიდევ ბევრი შემიძლია ვთქვა თქვენზე! მიყვარხართ!

მე ისევ აქ ვარ, ცოცხალი და კიდევ ბევრი შემიძლია ვთქვა თქვენზე! მიყვარხართ!" დავით ბოლქვაძის ისტორია

დავით ბოლქვაძე, 28 წლის#პაციენტისისტორია

"მქონდა ტაქიკარდია და ამოვარდნები...
 
ერთ დღესაც, მოულოდნელად. გულ-მკრედის არეში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი და იქვე, გაჩერებაზე, სკამზე დავწექი. ხელფეხი წამერთვა, ოფლი მასხავდა. მოვიდა სასწრაფო დახმარება და გადამიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც კალიუმის დეფიციტზე შემატყობინეს და გამომიშვეს.

ეს ისტორია თავიდან ბოლომდე გამეორდა ამჯერად უკვე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

მესამედ, როდესაც კიდევ უფრო ცუდად გავხდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიმაფრინა (მადლობა 112 Georgia/112 საქართველო) "ჩაფიძის გულის ცენტრში." შემოსვლისას დამხვდა მორიგე ექიმი ნიკა ქურიძე და ბექაა რუხაზე. სწრაფად გამიკეთეს ყველანაირი გამოკვლევა და ანალიზი.

კორონაროგრაფიაზე ბონდო მაკარაძემ აღმოაჩინა, რომ მარჯვენა ქვედა ვენაში იყო თრომბი და მკვეთრი შევიწროვება, ისეთი, რომ ვერ მოხერხდებოდა სტენტირება. ამიტომ, თრომბის ოდნავ მაინც დაშლის მიზნით დაიწყო მედიკამენტური თერაპია.

სამი დღის შემდეგ, განმეორებით ჩამიტარდა კორონარული ანგიოგრაფია. ბატონმა ალექსანდრე ალდაშვილმა კი შეძლო და მთელი 70%-ით გაფართოვა სისხლძარღვი, მაგრამ ეს იყო დროებითი, იყო გამეორების და გართულებების რისკი, ოპერაციის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდებოდა...

ოპერაცია, რომელიც წესით სამი-ოთხი სათი მიმდინარეობს, ოპერაცია, რომელიც უაღრესად რთულია და სარეცელზე წყდება, კიდევ ნახავ შენ საყვარელ ადამიანებს თუ აღარასდროს! ძალიან შევშინდი...

მეორე დღეს, ბატონი ზვიად ბახუტაშვილი და ბატონი კახა ბერია რომ შემოვიდნენ პალატაში, ყველანაირი შიშის გრძნობა იმედმა და სიმშვიდემ ჩაანაცვლა.

როგორც მიხვდით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მას შემდეგ რაც მოხდა, სწორედ ამიტომ გამიჩნდა ამ წერილის დაწერის სურვილი.

პოსტოპერაციულ რეანიმაციაში დამხვდა ნიკა ქურიძე და ლადო გურუშიძე,  ძალიან ყურადღებიანები, ყოველ წუთს "დათო როგორ ხარ" "აბა, რამე ხოარ გაწუხებს", თავზე მედგნენ.

მთელი კლინიკა ნოლი სართულიდან მერვე სართულამდე განიცდიდა ჩემ ამბავს, ყველა მგულშემატკრივრობდა, ყველა სართული, ექიმი, ექთანი, სანიტრები... რაც მე ამ დროის მანძილზე თანადგომა ვიგრძენი, სიტყვებით აღწერა შეუძლებელია.

ძალიან დიდი მადლობა ყველას!საუკეთესო ექიმებს - მარიამ ლომიძეს (ჩემ ექიმს,  რომელიც ძალიან მიყვარს, სახლში როცა არის და მაინც გკითხულობს - როგორ ვარ, რამე ხომარ მაწუხებს) ივა კოჭოლავას, თემურ პეტრიაშვილს, ლევან რევაზიშვილს, სოფო ცხვედაძეს, სოფიო უნგიაძეს, ნონა მაისურაძეს, ნია ჭანტურიას, ბესო ჯაშიაშვილს, გრიგოლ ნაზღაიძეს, დავით ვარდიაშვილს, ხატია ყაჭიაურს, თამუნა ალუღიშვილს, თამარ გორდაძეს.

ექთნებს - თამუნა ბახტაძეს, ჟანა ლატინინას, მამუკა ლატინინს, ციალაა გუდაძეს, ტანიას, მაკა ცერცვაძეს, ირა ვაჩნაძეს, თეო ნათაძეს, მანჩო როსტიაშილს, გიორგი გაგნიძეს, ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილს.

მადლობა დიდი ადმინისტრაციას, ბატონ ავთანდილ და რევაზ ჯორბენაძეებს გვერდში დგომისთვის.

თითოეულ თანამშრომელს, ყველას სახელი არ ვიცი და იმედია მაპატიებენ!

მაგრამ  ყველა მიყვარხართ, თქვენ მაჩუქეთ კიდევ ერთი, ახალი სიცოცხლე და შემიძლია კიდე ვნახო ჩემი საყვარელი ხალხი.  მათი ღიმილი!

მე ისევ აქ ვარ, ცოცხალი და კიდევ ბევრი შემიძლია ვთქვა თქვენზე! მიყვარხართ!"

დაგვიმეგობრდით