"უფალი ახლა თქვენით მოქმედებს!" . გიორგი ჩილაჩავს ისტორია

გიორგი ჩილაჩავა, 36 წლის
#პაციენტისტორია

 "13 დღიანი, ძალიან მძიმე, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, დღეს დავბრუნდი შინ! დიდება და მადლობა უფალს, კოვიდის მთავარი დარტყმა, ვფიქრობ რომ უკან არის!

მინდა, ეს ჩემი სიტყვა, გარკვეულწილად სამადლობელი იყოს ჩემი გულიდან და გონებიდან წარმოთქმული, რა თქმა უნდა გააზრებული და საკმაოდ გაანალიზებული, რადგან 13 დღის ნაფიქრი "ცხელ გუნებაზე" არ ითქმის!

მადლობას ვწირავ უფალს უპირველესად, რომ სიცოცხლე გრძელდება, და ეს არ არის ლიტონი სიტყვა, ამის რეალური საფრთხე იყო და გადავრჩი!

ამ ყველაფერში ღმერთია! აქ ყველგან ღმერთია! ვიღაც გაიფიქრებს, ეს ხომ მათი "საქმეაო"... ხოდა განვავრცობ!

მადლობა უფალს, რომ ჩემმა მეგობრების, თამუნა შენგელიას და დათუნას დახმარებით დროულად, ზუსტად მოვხვდი იქ, სადაც პირდაპირ ვიბრძოლეთ ამ სენთან - ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.

აღმოვჩნდი საოცარი პროფესიონალი ექიმების ხელში - უღრმესი მადლობა ქალბატონებს (კოვიდ განყოფილების დეპრტ.ხელმძღვანელს) ლელა კოპალეიშვილსა და მკურნალ ექიმს - ნესტან ლაშხს!

ერთი ზედმეტი აჩქარების, ერთი ზედმეტი ფორიაქის თუ ორჭოფობის გარეშე გადადგმული თითოეული ნაბიჯი, სწორად წარმართული მკურნალობა, საოცარი გუნდი ექთნების, მორიგე ექიმების, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ათობით პერსონალი, ვინც ზრუნავს ჩვენს სიცოცხლეზე, ამ მძიმე ავადმყოფობასთან!

ქ-ნი ლელა მეუბნებობდა, უფლის ნებით და ძალით ეს შევძელითო, მე კი ბევრი ფიქრის გარეშე ვუპასუხე: "უფალი ახლა თქვენით მოქმედებს"! დიახ, ასეა დიახ! უფალი მოქმედებს ყველაში ვინც მას სასოობს და ენდობა!

დამიჯერეთ რომ ცხოვრება ზუსტად 1 წამია, მე ეს 1 წამი ამ 13 დღის მანძილზე სულ მცირე 72 საათი ვატარე! 

დაგვიმეგობრდით