გულის სისხლძარღვების კალციუმის ინდექსი CA SCORE

გულის სისხლძარღვების კალციუმის ინდექსი CA SCORE

გულის სისხლძარღვების კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ტარდება მაღალშრიანი კომპიუტერული  ტომოგრაფიის მეშვეობით, წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ მეთოდს, მიმდინარეობს დაბალი დასხივების ფონზე და არ საჭიროებს ი/ვ საკონტრასტო ნივთიერებას. კვლევის ხანგრძლივობა 5 წთ.

 

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ:

  • შაქრიანი დიაბეტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • ქოლესტეროლის ცვლის დარღვევა
  • ცხოვრების არადინამიური სტრესული წესი
  • ჭარბი წონა
  • თამბაქოს მოხმარება
  • დატვირთული მემკვიდრული ანამნეზი

კვლევის მიზანს წარმოადგენს:

  • გამოავლინოს, ან უარყოს კალცინირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა
  • კალცინირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების სიმკვრივის, ზომისა და კონფიგურაციის განსაზღვრა
  • კორონალური არტერიების დაზიანების ლოკალიზაციის დადგენა
  • კორონალური არტერიების დაზიანების ფართობისა და მასშტაბის განსაზღვრა
  • გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკის შეფასება

 კალციუმის ინდექსის განსაზღვრა ეხმარება ექიმს, პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეარჩიოს ოპტიმალური მკურნალობის ტაქტიკა.


კვლევის შედეგების შეფასება:

კალციუმის  ქულა

კარდიოლოგიური დაავადების განვითარების რისკი 10 წლის განმავლობაში

რისკის  ინტერპრეტაცია

0

                       < 1%

ძალიან დაბალი

1 – 99

4%

დაბალი

100 – 399

13%

საშუალო

400  და  მეტი

24%

მაღალი

დაგვიმეგობრდით