რა იწვევს ფქოდ-ს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რა იწვევს ფქოდ-ს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

"ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“ სასუნთქისისტემის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ავადმყოფობაა. ამერიკის შეერთებულშტატებში გულის და ონკოლოგიური დაავადების შემდეგ ფქოდ-ი სიკვდილის მესამე მიზეზია.

რა იწვევეს?

ფქოდ-ის ყველაზე გავრცელებული მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ხანდახან ჰაერში არსებული ნაწილაკების შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ფქოდ-ი. მშენებლობაზე დასაქმებულები და მეშახტეები იმ ორი პროფესიის წარმომადგენლები არიან, რომელთა სამუშაო პირობები შესაძლებელს ხდის ფქოდ-ის განვითარებას.

როგორ გავიგო, მაქვს თუ არა ფქოდი?
ფქოდის მქონე ადამიანებს, ჩვეულებრივ, აქვთ ხველა ნახველით და სუნტვის გაძნელება. თუთვენს ეს პრობლემები გაქვთ დიდი ხნის განმავლობაში და თუ დიდი ხანია ეწევით ან დიდიხნის მანძილზე ეწეოდით ადრე, შეიძლება თქვენ გქონდეთ ფქოდ-ი. ექიმს შეუძლია დაგისვათფქოდ-ის დიაგნოზი კითხვების დასმით, თქვენი გასინჯვით და სპეციალური ტესტებით.

როდის მივმართო ექიმს?
ყურადღება მიაქციეთ ფქოდ-ის შემდეგ ნიშნებს და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:

ადრეული სტადიის სიმპომები:
ხველა ნახველით
სუნთქვის გაძნელება
მსტვინავი სუნთქვა
გულმკერდის შებოჭილობა

მოგვიანებითი სტადიის სიმპტომები
გიჭირთ ლაპარაკი ჰაერის უკმარისობის გამო
ლურჯი ან ნაცრისფერი ტუჩები ან/და ფრჩხილები (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის ნიშანი)
ცნობიერების შეცვლა
აჩქარებული გულისცემა
ფეხების და ტერფების შეშუპება
წონის დაკლება

ექიმთან დროული მიმართვა, ექიმის რეკომენდაციების შესრულება, მედიკამენტური მკურნალობა,ცხოვრების წესის შეცვლა და ფილტვის სარეაბილიტაციო პროგრამები - ეს ყველაფერი დაგეხმარებათდაავადების წარმატებულ მართვაში, და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასადა სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

დაგვიმეგობრდით

trance