"პროფესიონალიზმი და ღირსება თქვენი უპირობო სავიზიტო ბარათია" #პაციენტისტორია

"მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ უკვე მრავალი წელია თქვენი კლინიკის პაციენტი ვარ და ჩემი მკურნალი ექიმი-კარდიოლოგია ბატონი ნიკოლოზ (ნიკა) ქურიძე. მინდა გულით და სულით გამოვეხმაურო ბატონ ნიკას პროფესიონალიზმს, ადამიანურობას, პაციენტებისადმი დამოკიდებულების მაღალ სტანდარტს, პროფესიულ ენთუზიაზმს და ყველა იმ დადებითს, რაც ასე უხვად ჭარბობს ამ პიროვნებაში, ექიმში.

მოგეხსენებათ, ჩვენ, პაციენტები ყველაზე მოწყვლადი კატეგორია ვართ, რაც აორმაგებს იმ ადამიანურ ვნებათაღელვებს, რომლებიც ისედაც იმანენტურია ადამიანად ყოფნისა. ამდენად, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალი და ჰუმანური პიროვნების, ექიმის ჩართულობა. სწორედ ასეთი ექიმია ბატონი ნიკა. მან ზედმიწევნით იცის თავისი საქმე, პაციენტებთან მოპყრობა და იგი ყოველთვის, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არის შესაბამისი კონსულტირება გაუწიოს პაციენტს და მისცეს მას სათანადო და საჭირო სამედიცინო თუ პიროვნული რჩევები.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ძალიან გამიმართლა ნიკა ექიმში, როგორც თქვენი კლინიკის და არამხოლოდ წამყვან სპეციალისტში, რომელიც დგას პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

და ბოლოს, კიდევ და კიდევ დიდი მადლობა თქვენს კლინიკას და განსაკუთრებული მადლობა უძლიერეს ექიმს, პროფესიონალს და პიროვნებას - ბატონ ნიკას.

ბატონო ნიკა, პროფესიონალიზმი და ღირსება თქვენი უპირობო სავიზიტო ბარათია.

უდიდესი სიყვარულით, პატივისცემითა და ლოცვით,

მართა იმეშაშვილი-ნონიაშვილი

57 წლის".

დაგვიმეგობრდით