"მესტიის საავადმყოფო" ადილარ ჩართოლანის სახელობის იქნება

"მესტიის საავადმყოფო" დღეიდან დამსახურებული ექიმის და მრავალი საპატიო ჯილდოს ლაურეატის, ადილარ ჩართოლანის სახელობის იქნება.

ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას ადილარ ჩართოლანის პროფესიულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაზე. 
სწავლის დასრულების შემდგომ ის დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს და სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებული მზრუნველობით ემსახურა მას.

წარმატებით აქვს ჩატარებული 7000-მდე ქირურგიული ოპერაცია. ფართოპროფილიანმა განათლებამ შესაძლებლობა მისცა არ შეშინებოდა სირთულეებს და გამოწვევებს, საჭიროებისამებრ ყოფილიყო ქირურგი, მეან-გინეკოლოგი თუ სხვა დარგის სპეციალისტი ადამიანებისთვის გადაუდებელი დახმარების გასაწევად

***
 
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სახელით, ვულოცავთ ადილარ ჩართოლანის ოჯახს და მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტს, ვინაიდან ეს სიმბოლური აქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის, რომლებიც სწორედ ასეთ სახელებზე უნდა იზრდებოდნენ

დაგვიმეგობრდით

trance