ლალა კაპანაძის სამეცნიერო სტატია ჟურნალ

ლალა კაპანაძის სამეცნიერო სტატია ჟურნალ "კარდიოლოგიაში" გამოქვეყნდა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგის, ლალა კაპანაძის სამეცნიერო სტატია "არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის  დღეღამური მაჩვენებლების ზეგავლენა გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების პროგნოზზე, მარცხენა პარკუჭის დაბალი და საშუალო განდევნის ფრაქციით” ჟურნალ "კარდიოლოგიაში" გამოქვეყნდა.

სტატიაში  განხილულია  არტერიული წნევისა და  გულის  შეკუმშვათა  სიხშირის  დღეღამური მაჩვენებლების ზეგავლენა დაბალი განდევნის ფრაქციითა (LVEF<50%) და სინუსური რითმით (NYHA II-III ფუნქციური კლასი) გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე  პაციენტების პროგნოზზე.   ამასთან,  მოწოდებულია  მკურნალობის შესაძლო უსაფრთხო ვარიანტები ზემოთ აღნიშნული  ფაქტორების გათვალისწინებით.


არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის მიხედვით ამ პაციენტების დაყოფა 4 ჯგუფად  საშუალებას მოგვცემს,  გამოვავლინოთ არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე პაციენტები  და   დაგვეხმარება მათი კლინიკური თავისებურებების გათვალისწინებით, მკურნალობის დიფრენციალური მიდგომის შემუშავებაში.

ჟურნალი "კარდიოლოგია" ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში: Web of Science, Medline и Scopus.

იხილეთ სტატიის ბმული


დაგვიმეგობრდით