"ერთად დგომით გადავრჩებით!" პაციენტის მადლობის წერილი კოვიდ 19-ის განყოფილებას

"ჩემო ძვირფასო და საყვარელო ადამიანებო, ექიმებო, ექთნებო, უმცროსო მედდებო და ყველას ვისაც ჩვენს გამოჯანმრთელებაში მიგიძღვით წვლილი, უღრმესი მადლობა! 

თქვენ თავდაუზოგავად შრომობთ, რომ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ტკვილი თქვენი ჯანმრთელობის ხარჯზე, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის ხარჯზე.მე გაგონილი მქონდა ჩვენი მედპერსონალის სიკეთე მაგრამ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 

მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ დავივიწყებ თქვენს სიკეთეს, როდესაც ტაძარში ლოცვაზე ვიდგები აუცილებლად მოგიხსენიებთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, ღმერთი შეგეწევათ თქვენ და თქვენ შვილებს! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჩემო მერცხალა და სულით და ფიზიკურად ლამაზო გოგონებო, დაე ესეთი ერთგულები ყოფილიყავით ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის!

ჩვენ გადავრჩებით ერთად დგომით!

მიყვარხართ და გეფერებით
თქვენი პაციენტი - ლ. კინწბაბაშვილი"

დაგვიმეგობრდით

trance