8 სექტემბრიდან

8 სექტემბრიდან "ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამის" ახალი ჯგუფი იქმნება

8 სექტემბრიდან ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამის ახალი ჯგუფის იქმენბა.

ვისაც დიაგნოსტირებული გაქვთ ფიტლვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
გადაიტანეთ კოვიდი და ახლა გაწუხებთ ქოშინი
გაქვთ დიაგნოსტირებული ასთმა
ხართ/იყავით მწეველი

ან გაწუხებთ ფილტვებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, აკადჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მოქმედი ფილტვების რეაბილიტაციის პროგრამა თქვენთვის არის!

პულმონური (ფილტვების) რეაბილიტაცია ეხმარება სასუნთქი სისტემის დაავადებებით დაავადებულ პაციენტებს თავი უკეთ იგრძნონ: ამცირებს ქოშინს და დაღლილობას, შფოთვის და დეპრესიის ნიშნებს, აუმჯობესებს პაციენტების ფიზიკურ შესაძლებლობებს, გუნება-განწყობას და ცხოვრების ხარისხს.


პროგრამის სტრუქტურა:

I ეტაპი, პაციენტის საბაზისო შეფასება და პრე-რეაბილიტაცია

პაციენტის პირველი ვიზიტი:

• კონსულტაცია ჩაფიძის კლინიკის პროფესორთან, პულმონოლოგ თამაზ მაღლაკელიძესთან
• ქოშინის ხარიხის განსაზღვრა- MRC
• შფოთვის და დეპრესიის საერთაშორისოდ აკრედიტებული კითხვარები GAD 7 და PHQ
• ინკრემენტული სიარულის ტესტის ჩატარება (ISWT): განხორციელდება რეაბილიტოლოგების დახმარებით.

შეფასებას გაუძღვებიან პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე და რეაბილიტოლოგები.

შეხვედრის მიზანია პაციენტს წარმოდგენა შეექმნას ფილტვის რეაბილიტაციაზე და შემუშავდეს ინდივიდუალური ვარჯიშების პროგრამა. პაციენტს გადაეცემა წინასწარ შემუშავებული საინფორმაციო ბროშურა.

II ეტაპი: ფილტვის რეაბილიტაციის 2 თვიანი პროგრამა

პროგრამა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: 16 ვარჯიშის სესია (კვირაში ორჯერ 2 თვის განმავლობაში) და თანმხლები საგანმანათლებლო სესიებს (პულმონოლოგის, რეაბილოტოლოგის რჩევებს).

პაციენტის თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა ჯამში 1.5-2 საათს გასტანს.

III ეტაპი: შეფასება 

მეორე პროგრამის ბოლოს, პაციენტი კიდევ ერთხელ შეფასდება იგივე მეთოდებით რაც საბაზისო ვიზიტის დროს და გაკეთდება პროგრესის ანალიზი. შეფასებას გაუძღვებიან პულმონოლოგი, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძე, რეაბილიტოლოგები და ადმინისტრაციული ასისტენტი.

შეგროვდება შემდეგი ინფორმაცია:

• კონსულტაცია ჩაფიძის კლინიკის პროფესორთან, პულმონოლოგ თამაზ მაღლაკელიძესთან
• ქოშინის ხარიხის განსაზღვრა- MRC
• შფოთვის და დეპრესიის საერთაშორისოდ აკრედიტირებული კითხვარები GAD 7 და PHQ
• ინკრემენტული სიარულის ტესტის ჩატარება (ISWT): განხორციელდება რეაბილიტოლოგების დახმარებით.

2 თვიანი პროგრამის საფასურია 1000 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 574 999 078 რუსუდანი, პროგრამის ადმინისტრატორი


დაგვიმეგობრდით

trance