მედეა ამაშუკელი

მედეა ამაშუკელი "გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკაში" პრაქტიკის და გამოცდილების შესახებ

აკადჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ენდოკრინოლოგმა, მედიცინის აკადემიური დოქტორმა მედეა ამაშუკელმა, ევროპის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში, "გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის" დიაბეტოლოგიისა და ზოგადი ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტებში ერთთვიანი სამუშაო პრაქტიკა გაიარა.

 
"საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლდათ, მონაწილეობას ვიღებდი პაციენტის ანამნეზის შეკრების, გასინჯვის და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების შეფასების პროცესში.
გავეცანი ტექნოლოგიურ სიახლეებს დიაბეტოლოგიის კუთხით, როგორიცაა მაგ. გლუკოზის სენსორები, ინსულინის ტუმბოემბი. ავითვისე მათი გამოყენება, მონაცემების გაშიფვრა.
ყოველდღიურად მქონდა შეხება იშვიათ ენდოკრინულ დაავადებებთან, როგორებიცაა ჰიპოფიზის ჰორმონმაპროდუცირებელი ადენომები (ნეიროქირურგიულ ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში), თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, სხვადასხვა მიზეზებით განპირობებული ჰიპოგონადიზმი, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომები და ა.შ.
მონაწილეობას ვიღებდი საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვაში."

პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედეა ამაშუკელი რეგულარულად ესწრება დიპლომისშემდომი განათლების კურსებს, პრაქტიკებსა და საერთაშორისო კონგრესებს.

დაგვიმეგობრდით