"ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის" საერტიფიკატო კურსი 23 ოქტომბერს დაიწყება

სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის პოლოტიკა და მენეჯმენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

  • ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები;
  • ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა.
  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები,
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი;
  • საექთნო საქმე;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები.
  • კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი,
  • ეპიდზედამხედველობა. ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი. ნარჩენების მართვა.
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა;
  • ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

მოწვეული ლექტორები:

თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ოთარ ვასაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური კლინიკის ადამიანური რესურსების მართვისა და უსწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კახაბერ ჯაყელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

იოსებ მამუკელაშვილი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, "საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დირექტორის მოადგილე

ბახვა კიკილაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტი;

ოთარ ჩოკოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ეპიდემიოლოგი.

კურსი მოიცავს 50 საკონტაქტო საათს. სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

კურსი დაიწყება 2021 წლის 23 ოქტომბერს და დასრულდება 2021 წლის 7 ნოემბერს.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე.

კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით და შესაძლებელია განხორციელდეს ორ ეტაპად. კერძოდ, სწავლის დაწყებამდე 250 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი (250 ლარი) - სწავლის დასრულებამდე არაუგვიანეს ერთი კვირის/5 სამუშაო დღის განმავლობაში.

საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002

მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.

სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია. გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო პირი: მაკა კადონცევა:  599564465

დაგვიმეგობრდით

trance