"მადლობა ყველას ვისაც შემხებლობა ჰქონდა დედაჩემთან, ვინც უსინჯავდა პულსს, თუ უბრალოდ უღიმოდა!"

"უპირველეს ყოვლისა გულწრფელი მადლობა ღრმად პატივცემულ ქალბატონ გულიკო ჩაფიძეს და ყველას, ვისაც წვლილი მიგიძღვით კლინიკის მენეჯმენტის, საკმურნალო-სადიაგნოსტიკო და პროფილაქტიკური ხაზის განვითარებაში.
მადლობა მათ, ვისაც შემხებლობა გქონდათ დედაჩემთან - დარეჯან ვაშაკიძე-ცუხიშვილთან (18.10-28.10.2021წ.) განსაკუთრებით: ქალბატონ ნონა დოლიძეს, ბატონებს კახაბერ ეცადაშვილს და ნიკა ქურიძეს, ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ტექ.პერსონალს, კვების ბლოკის თანამშღომლებს...
მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა (და მომავალშიც არ დაიზარებს) და უსუსურ პაციენტს უპატრონა და უგულშემატკივრა, ვინც 5-10 წუთი მაინც დაჰყო დედაჩემის სარეცელთან... ვინც უსინჯავდა წნევას, უზომავდა ტემპერატურას, ვინც აჭმევდა და უბრალოდ, უღიმოდა!
კარანტინის პირობებიდან გამოდმინარე შვილებს უფლება არ გვქონდა დედის ნახვისა, თუმც გვქონდა რწმენა, რომ საიმედო და ღირსეული ადამიანების ხელში იყო.
სწორად დასმული დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა პაციენტისთვის სასიცოცხლოდ უმინშვნელოვანესია, მაგრამ, მერწმუნეთ, არანაკლებ ფასეულია ერთგულება, სიყვარული და ნდობა-ურომლისოდაც ყველა სიკეთე და საქმე მადლს მოკლებულია.
მიიღეთ ჩემი და ჩემი ოჯახის (ახლობლების) გულახდილი მადლობა და გიდასტურებთ ღრმა პატივიცემით, ერთგულებას!"

მოკრძალებით, მონაზონი იოანე (მამუკა) ცუხიშვილი
თსუ პროფესორი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი
საქართველოს საპარტიარქოს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი
2021 წლის 28 ოქტომბერი
თბილისის თაბორის მთის მამათა მონასტერი

დაგვიმეგობრდით

trance