ერ­თგუ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად, გუ­ლი­ა­ნად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი ექი­მე­ბი #პაციენტისტორია

ერ­თგუ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად, გუ­ლი­ა­ნად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი ექი­მე­ბი #პაციენტისტორია

ნა­თე­ლა რუ­ხა­ძე, 70 წლის: 

"8 დე­კემ­ბერს გა­ვი­კე­თე მე­ო­რე აცრა და 11 დე­კემ­ბერს, შე­მამ­ცივ­ნა. მე­ო­რე დღეს უხა­სი­ა­თოდ ვი­ყა­ვი და სი­ცხე აღ­მო­მაჩ­ნდა 37,5. კოვი­დი არ მე­გო­ნა. ორ­შა­ბათს წა­ვე­დი სწრა­ფი ტეს­ტის გა­სა­კე­თებ­ლად და ყურს არ და­ვუ­ჯე­რე, რომ მი­თხრეს, კო­ვიდ­და­დე­ბი­თი ხარ­თო. შინ რომ მო­ვე­დი, ოჯა­ხის ექი­მი და­მი­კავ­შირ­და, გა­მომ­კი­თხა ყვე­ლა­ფე­რი, და­მა­რი­გა, და­მამ­შვი­და. 1 კვი­რის თავ­ზე ჩემ­მა ექიმ­მა და­გეგ­მა და წა­მიყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს დე­დი­მე­რი გაქვთ მა­ღა­ლი, არის თრომ­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა და გჭირ­დე­ბათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რი­ს ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, ამი­ტომ სას­ტიკ უარ­ზე ვი­ყა­ვი. ძალს მე ვი­ყა­ვი და ძალს - ექი­მე­ბი... ასე აღ­მოვ­ჩნდი "ჩა­ფი­ძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში". ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ეს, მომ­ხე­დეს, მო­მი­ა­რეს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლი დამ­ტრი­ა­ლებ­და თავს: ლელა კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი, ნეს­ტან ლაშ­ხი, შო­რე­ნა ნო­ზა­ძე... რამ­დე­ნი­მე დღე­ში ჩემი გო­გო­ნაც ცუ­დად გახ­და, რო­გორც ჩემ კონ­ტაქტს, მა­საც კო­ვი­დი და­უ­დას­ტურ­და და კლი­ნი­კა­შიც შე­მო­მი­ერ­თდა. 

იმა­საც გა­დაჰ­ყვნენ ზედ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ ჩვენ არა, ყვე­ლას ასე გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, უვ­ლიდ­ნენ. მოკ­ლედ, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ამ­სხვრი­ეს ჩემ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი. პირ­და­პირ ვი­ტყვი, ძა­ლი­ან მე­ში­ნოდა სა­ერ­თოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რა, იმ­დე­ნი ცუდი მქონ­და მოს­მე­ნი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ნა­ხავს, რო­გორ ჰყვე­ბოდ­ნენ, - სა­ერ­თოდ არ აქ­ცე­ვენ ავად­მყო­ფებს ყუ­რა­დღე­ბა­სო. შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემ მა­გა­ლით­ზე გე­უბ­ნე­ბით, არ დაიჯეროთ... რო­გორც ვიცი, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ბრა­ლია, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს. ერ­თგუ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად, გუ­ლი­ა­ნად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი ექი­მე­ბი. ეს ხალ­ხი ნამ­დვი­ლად ღირ­სია შე­ქე­ბის და მად­ლო­ბის თქმის".

დაგვიმეგობრდით

trance