საინტერესო კლინიკური შემთხვევა

საინტერესო კლინიკური შემთხვევა

2021 წლის გაზაფხულზე ცენტრის გადაუდებლი დახმარების დეპარტამენტში  შემოვიდა 65 წლის პაციენტი, ქალი.  შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა: საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირის შენელება), პრესინკოპე (ტენდენცია გონების დაკარგვისკენ).  ეკგ-ზე დაფიქსირდა გულის ელექტრონული გამტარიანობის სისტემის სრული ბლოკადა (სრული AV ბლოკადა). 

პაციენტთან გამოირიცხა AV ბლოკადის ყველა შესაძლო შექცევადი მიზეზი, რის შემდეგაც დაიგეგმა მცირე ზომის ელეტრომოწყობილობის - მუდმივი ორკამერიანი კარდიოსტიმულატორის ჩანერგვა (იმპლანტაცია) გულში, რომელიც მეცნიერთა მიერ შეიქმნა გულისცემის სიხშირის რეგულირებისთვის.

პროცედურის მიმდინარეობისას, მარცხენა ლავიწქვეშა ვენის პუნქციის დროს მიმმართველი მავთული გატარდა უჩვეულო, არასტანდარტული მიმართულებით, გულმკერდის ღრუს მარცხენა მხარეს კორონარული სინუსის დონეზე. რენტგენოლოგიური სურათის საფუძველზე  დიაგნოსტირდა პერსისტული მარცხენა ზემო ღრუ ვენის (PLSVC) არსებობა.  

შენიშნვა: მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ემბრიონული მარცხენა ზემო ღრუ ვენა უმრავლეს შემთხვევაში, უკუგანვითარებას განიცდის და იხურება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მარცხენა ზემო ღრუ  ვენა უკუგანვითარებას არ განიცდის. აღნიშნულს ეწოდება  პერსისტული მარცხენა ზემო ღრუ ვენა.

გულიცემის სიხშირის მოსაწესრიგებლად მოწოდებული ელექტრონული მოწყობილობის ელექტროდები იმპლანტირებულ (ჩანერგილი) იქნა გულის მარჯვენა ღრუებში (იგულისხმება მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი) მარცხენა ზემო ღრუ ვენისა და კორონარული სინუსის გავლით.  წინაგულის ელექტროდის ფიქსაცია მოხდა მარჯვენა წინაგულში, ხოლო პარკუჭის ელექტროდის - მარჯვენა პარკუჭში. ანატომიური თავისებურებიდან და მიდგომიდან გამომდინარე მარჯვენა პარკუჭის ელექტროდის ფიქსაცია იყო გაძნელებული, ასევე პროცედურის მიმდინარეობისას ორჯერადად მოხდა მარჯვენა პარკუჭის ელექტროდის დისლოკაცია. საბოლოოდ პროცედურა დასრულდა წარმატებით.

მიღებული იქნა დამაკმაყოფილებელი ელექტული პარამეტრები, რომლებიც კვლავ ნარჩუნდება ერთი  წლის შემდეგაც.პერსისტული მარცხენა ზემო ღრუ ვენის ანომალია არის გულმკერდის ვენური ანომალია, რომლის დროსაც ის იხსნება მარჯვენა წინაგულში კორონარული სინუსის გავლით. მას აქვს რამდენიმე ვარიაცია, იმის მიხედვით თუ როგორია ანომალური ანატომია და მდებარეობა.პერსისტული მარცხენა ზემო ღრუ ვენა იშვიათ ანატომიურ ანომალიად ითვლება, ის  მოსახლეობის 0.3-0.5%-ში გვხვდება. ვინაიდან როგორც წესი მისი არსებობა რაიმე სპეციფიურ კლინიკურ სიმპტომთან არ არის დაკავშირებული, ამიტომ ანომალიის დიაგნოსტირება შემთხვევით სხვადასხვა დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურების დროს ხდება. არასტანდარტული ანატომიის გათვალისწინებით სხვადასხვა მანიპულაცია, როგორიცაა მაგალითად კარდიომოწყობილობის იმპლანტაცია, პაციენტებში გარკვეულ  ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული პროცედურის ჩატარების დროს.  

ცენტრის ინფრასტრუქტურამ, ტექნიკურმა აღჭურვილობამ და სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების ერთობლივმა ძალისხმევამ პროცედურის წარმატებით დასრულება განაპირობა.    

აღნიშნული შემთხვევა, როგორც იშვიათი და განსხვავებული თავისი სირთულითა და ტექნიკური შესრულებით, რენტგენოლოგიური სურათების თანხლებით გაგზავნილ იქნა მაღალრეინტიგულ პროფესიულ ჟურნალში, რომელიც მაშინვე დაინტერესდა და გამოეხმაურა ცენტრის თანამშრომლებს, შედეგად, უმოკლეს დროში გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია, როგორც იშვიათი, საინტერესო და წარმატებული შემთხვევა.  

აღწერილი შემთხვევა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ აუცილებელია პერიოდული პროფილაქტიკური კარდიოლოგიური გასინჯვების ჩატარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი მოსახლეობის პრევენციული კარდიოლოგიური გასინჯვების ჩასატარებლად.  

უახლოეს მომავალში იგეგმება სამედიცინო სერვისების პაკეტების ფორმირება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის  კარდიოლოგიურ სერვისებზე.

დაგვიმეგობრდით

trance