ევროპის კარდიოლოგთა კონგრესი.  ბარსელონა 2022

ევროპის კარდიოლოგთა კონგრესი. ბარსელონა 2022

ევროპის კარდიოლოგთა კონგრესი.

26-29 აგვისტო,2022. ბარსელონა, ესპანეთი.


აკად.გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლები სისტემატიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, რათა  პროფესიული სიახლეები ხელმისაწვდომი იყოს ცენტრის თანამშრომლებისთვის და პაციენტებისთვის. 2022 წლის  26-29 აგვისტოს ბარსელონაში ჩატარდა  ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი, რომლის მუშაობაზე ცენტრის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.


კონგრესზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა  გაცნობოდა მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მიღწევებს კარდიოლოგიაში. ახალ კვლევებსა და მათ შედეგებს, კლინიკურ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს. კონგრესის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სფეროს მაღალკვალიფიციური  სპეციალისტები  და მეცნიერები მონაწილეობდნენ. ცენტრის თანამშრომლებს დასავლეთის საუკეთესო კლინიკური პრაქტიკის წარმომადგენლებთან პროფესიული  კონტაქტების დამყარების და გამოცდილების გაზიარების შესაძლეობლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ კონგრესზე განხილულ იქნა და გამოქვეყნდა 4 ახალი გაიდლაინი, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა:

  • პაციენტების კარდიოვასკულური შეფასება და მართვა, რომელთაც უტარდებათ არაკარდიული ოპერაციები
  • პარკუჭოვანი არითმიების მართვა და უეცარი კარდიული სიკვდილობის პრევენცია
  • პულმონური ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობს რეკომენდაციები
  • კარდიო-ონკოლოგია.

კონგრესიდან დაბრუნებულმა თანამშრომლებმა შთაბეჭდილებები და სიახლეები  კოლეგებს ექიმთა კონფერენციაზე გააცნეს.

დაგვიმეგობრდით

trance