მიქსომექტომია და მიტრალური სარქვლის პლასტიკა

მიქსომექტომია და მიტრალური სარქვლის პლასტიკა

პაციენტი (46 წლის ქალი) "აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში" შემოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე უჩიოდა ჰაერის უკმარისობას, ქოშინს, ადვილად დაღლას და პერიოდულად დისკომფორტს გულმკერდის არეში.

პაციენტი 2022 წ. ივლისში ჰოსპიტალიზდა ცენტრში. გამოხატული იყო მოციმციმე არითმიის მკვეთრი ტაქისისტოლია, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება.

ექოკარდიოგრაფიულად მარცხენა წინაგულის ღრუში გამოვლინდა 4.6 სმ. დიამეტრის ქსოვილოვანი წარმონაქმნი - მიქსომა, რომელიც მოკლე ფეხით უმაგრდება წინაგულთაშორის ძგიდეს და არ პროლაბირებდა (არ შედიოდა)  მარცხენა პარკუჭის ღრუში.

მიტრალური სარქვლის კარედების (მეტად წინა) პროლაბირების ფონზე, გამოვლინდა ზომიერი მიტრალური რეგურგიტაცია (სისხლის უკან დაბრუნება)*, ასევე ვლინდებოდა ზომიერი ტრიკუსპიდული (სამკარიანი სარქვლის) და მსუბუქი ხარისხის აორტის სარქვლის ნაკლოვანება. EF-45%**.

ჩატარდა კარდიოქირურგის კონსულტაცია, ერჩია ქირურგიული კორექცია. პაციენტთან ჩატარდა მარცხენა წინაგულიდან სიმსივნის ამოკვეთა და მიტრალური სარქვლის პლასტიკა რგოლის გამოყენებით პარასტერნალური მინი თორაკოტომიული მიდგომით.

პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს უგრძელდებოდა ძირითადი დანიშნულებით მკურნალობა და რეაბილიტაციური ღონისძიებები. რაიმე მნიშვნელოვან გართულებებს ადგილი არ ჰქონია. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან სათანადო დანიშნულებით და რეკომენდაციებით.

*შენიშნვა: ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის (ტრიკუსპიდური ნაკლოვანება, ტრიკუსპიდალური უკმარისობა) დროს მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას სისხლის გარკვეული ნაწილი მარჯვენა წინაგულში ბრუნდება.

** EF 45% - Ejection Fraction 45% - განდევნის ფრაქცია

კარდიოქირურგი - ზვიად ბახუტაშვილი

იხილეთ ოპერაციის მსვლელობის ​ვიდეო ჩანაწერი​​​

დაგვიმეგობრდით

trance