თამარ დეკანოსიძე 100 წლის გახდებოდა

თამარ დეკანოსიძე 100 წლის გახდებოდა

დღეს საქართველოს სამედიცინო საზოგადოება აღნიშნავს გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის 100 წლის იუბილეს.

ქალბატონი თამარი იყო განსაკუთრებული ნიჭითა და შრომისმოყვარეობით დაჯილდოებული ადამიანი, რომელმაც ვლადიმერ ჟღენტთან, ირაკლი ტატიშვილთან და არკადი ჯორბენაძესთან ერთად შექმნა და განავითარა პათოლოგიური ანატომიის სამსახური საქართველოში.

ის აქტიურად იყო ჩაბმული სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების სისტემების გარდაქმნისა და სრულყოფის პროცესში. ამავე დროს, ქალბატონი თამარი იყო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეც, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ობიექტურ გამოძიებაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ის მონაწილეობდა მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მედიცინის, როგორც დარგის გადარჩენაზე მიმართულ პრაქტიკულად ყველა პრობლემის განხილვასა და გასატარებელი ღონისძიების დაგეგმვაში.

და ბოლოს, ქალბატონი თამარი იყო ქართული ენის უზადო მცოდნე და მისი სიწმინდის დამცავი. ის იყო ძალიან თბილი და გულსხმიერი პიროვნება, რომელსაც შეეძლო მეგობრული ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ადამიანებთან.

ქალბატონ თამარ დეკანოსიძის სახელი სამუდამოდაა ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის მედიცინისა და მეცნიერების ისტორიაში.

ავთანდილ ჯორბენაძე

დაგვიმეგობრდით

trance