გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქალებში

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) და მათი გართულებები - არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი,  სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა ქალების სიკვდილობის ნომერ პირველი მიზეზია განვითარებულ და მრავალ განვითარებად ქვეყანაში.

მოსახლეობაში დღემდე შემორჩა აზრი, რომ გსდ ძირითადად მამაკაცების ემართბათ,  ქალებში კი  საქმე გვაქვს ე.წ. "ნევროზთან“, რაც   ართულებს ამ დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

ქალებში გსდ-ის  მიმდინარეობა  გამოირჩევა მთელი რიგი თავისებურებებით. ტკივილი გულის არეში ხშირ შემთვევაში ატიპიური ხასაითისაა, მაპროვოცირებელი ფაქტორი კი ხშირად - ნერვული სტრესი.  

გსდ-ის ცნობილ რისკ ფაქტორებს (ქოლესტეროლის მაღალი  დონე სისხლში, თამბაქოს მოხმარება, ნაკლები ფიზიკური აქტივობა-ჰიპოდინამია, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი) ემატება ქალებისთვის სფეციფიური რისკ ფაქტორები - გესტაციური ჰიპერტენზია, პრეეკლამფსია და ეკლამფსია, მენოპაუზა.

ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ე.წ. მიკროვასკულარული სტენოკარდია -  წვრილი   კორონარული სისხლძარღვების დაზიანება, რაც არ ჩანს კორონაროგრაფიის ჩატარების დროს.

გსდ-ის სამკურნალო პრეპარატებიდან ზოგიერთი უფრო ეფექტურია ქალებში, ზოგიერთი კი - მამაკაცებში. ზოგი პრეპატები ქალებში მოითხოვს უფრო მაღალი ან პირიქით - დაბალი  დოზით გამოყენებას.

ყველა ეს ფაქტორი გასათვლისწინებელია ქალებში გსდ-ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანიშვნისას.

გსდ-ის გახშირების ფონზე, დიდ მნიშვნელობას იძენს საგანმანათლებლო  ღონისძიებები ცხოვრების ჯანსაღი წესის, სტრესის თავიდან აცილების და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ.  

პრევენციული ღონისძიებების  დროული  და ეფეტური  ჩატარება დაეხმარება ქალებს გსდ-ის შესაძლო განვითარების თავიდან აცილებაში და უკვე არსებული გსდ-ის უფრო ეფექტურ მართვაში.

ნინა ჟვანია
მედიცინის დოქტორი, პროფესორი
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი

დაგვიმეგობრდით

trance