სასიამოვნო სიახლე ჩაფიძის გულის ცენტრში!

სასიამოვნო სიახლე ჩაფიძის გულის ცენტრში!

2023 წლის 28 მარტიდან  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ომბუდსმენის სამსახური ამოქმედდა.


ომბუდსმენის ძირითადი საქმიანობა იქნება:


დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად შეისწავლოს პაციენტების, ვიზიტორების და ცენტრის თანამშრომლების კანონით განსაზღვრული უფლებების  შესაძლო დარღვევის ფაქტები, გაანალიზოს და საჭიროების შემთხვევაში მათი აღმოფხვრის მიზნით მიიღოს ზომები.


თითოეულ პაციენტს და პაციენტის ახლობელს ვთხოვთ,  სამედიცინო მომსახურების ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ ცენტრის ომბუდსმენს ნომერზე 598-313-797.


თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!


წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!


ანონიმურობა დაცული იქნება როგორც ომბუდსმენთან პირადი კონტაქტის, ისე სატელეფონო კომუნიკაციის შემთხვევაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


ცენტრის ადმინისტრაცია

დაგვიმეგობრდით

trance