კარდიული რეაბილიტაცია

კარდიული რეაბილიტაცია

 გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგის ცენტრის რეაბილიტაციის სპეციალისტი შოთა ბზარაშვილი.


კარდიული რეაბილიტაცია  მკურნალობის კოორდინირებული და   სუპერვიზებული მულტიდისციპლინური პროგრამის სისტემაა და მოიცავს რეგულარული და დოზირებული ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსს,  განათლებას, ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, რომლის საფუძველზეც პაციენტი კარდიული ინციდენტისა, თუ ინტერვენციის შემდეგ უბრუნდება და ინარჩუნებს თავის ოპტიმალურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ და სოციალურ სტატუსს.  

 

კარდიული რეაბილიტაცია შედგება 3 ფაზისაგან:

კარდიული რეაბილიტაციის I ფაზა (ჰოსპიტალურია და ტარდება ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში)

  • სტაბილური მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ყველა კარდიოქირურგიული ოპერაცია 
  • გულის უკმარისობა.

 გულისხმობს  იმობილიზებული და დეკონდიცირებული პაციენტის მობილიზაციას, მის ფიზიკურ აქტივაციასა და ადაპტაციას კომპლექსური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით ,სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური პროგრამების მიხედვით.

კარდიული რეაბილიტაციის  II - ამბულატორიული - ფაზა (იწყება პაციენტის კლინიკიდან გაწერის შემდეგ 2-6 კვირაში და გრძელდება 8-12 კვირის განმავლობაში) - 

  • კორონარული შუნტირების ოპერაცია
  • სარქვლების პროთეზირება და სხვა კარდიოქირურგიული ოპერაციები
  • კორონარული სტენტირება
  • სტაბილური სტენოკარდია
  • პეისმეიკერისა და დეფიბრილატორის იმპლანტაცია
  • სტაბილური გულის უკმარისობა

კარდიული რეაბილიტაციის  III ფაზა (ამბულატორიულია, იწყება II ფაზიდან მინიმუმ 6 თვეში და გრძელდება წლების განმავლობაში, იდეალურად პაციენტის მთელი ცხოვრების მანძილზე). 


 

კარდიორეაბილიტაციის II და III – ამბულატორიული ფაზა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ველოერგოტრენაჟორზე დოზირებულ და რეგლამენტირებულ ტრენინგებს სპეციალური ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამების მიხედვით კარდიოლოგის მკაცრი ზედამხედველობით, რომლის პარალელურად ტარდება აერობული, რეზისტენტული, სტატიკური,  დინამიკური ვარჯიშები და მასაჟები.

  

კარდიული რეაბილიტაცია ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების რისკს, ასევე ჰოსპიტალიზაციის ხანგძლივობას.პაციენტი კლინიკიდან ეწერება მნიშნელოვნად  მობილური და ფიზიკურად აქტიური . თითოეულ მათგანს ეძლევა ინფივიდუალური რეკომენდაციები ფიზიკური აქტივობის შესახებ.

 

დაგვიმეგობრდით

trance