ლია ჯანელიძე- ცენტრის ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი

ლია ჯანელიძე- ცენტრის ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი

ლია ჯანელიძე- აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსი.


ლია ჯანელიძე,  მიეკუთვნება იმ პროფესიის ექიმთა ჯგუფს, რომლებიც უხილავნი, მაგრამ  შეუცვლელნი და აუცილებელნი არიან ნებისმიერ საოპერაციოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ანესთეზიოლოგების როლი კარდიოქირურგიაში, სადაც მათ პროფესიონალიზმზე, აკადემიზმსა და კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულია ჩატარებული ოპერაციის წარმატების დიდი ნაწილი.


 უმაღლესი დაამთავრა ჯერ კიდევ მაშინ, წინა საუკუნეში, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტი  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი იყო. შემდგომ ორდინატურა-ასპირანტურა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის იმ კლინიკაში გაიარა, სადაც თითქმის ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თვით დირექტორიც თბილისელი იყო- ბაკულევის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტი. 


მას შემდეგ მრავალი ტრეინინგი მათ შორის ხანგრძლივიც , ორჯერ თითოწლიანი, გავლილი აქვს ჩვენი საიმედო პარტნიორების აშშ, გერმანიის,ავსტრიისა და ინგლისის დიდ კლინიკებში.ძირითად სპეციალობასთან ერთად ფლობს ტრანსეზოფაგეულ ექოსკოპიას და ყველა იმ მანიპულაციას, რომელიც აუცილებელია კრიტიკული მედიცინის ექიმისთვის.  


 აქვს სამედიცინო უნივერსიტეტებში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, ლიდერის თვისებებით. მისი ჰობია- კითხვა,  კულინარია და კლასიკური მუსიკა.   

დაგვიმეგობრდით

trance