"ჩაფიძის გულის ცენტრის" ქირურგიის დეპარტამენტი 22 წლის გახდა

გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად ბახუტაშვილი.

გასული საუკუნის მიწურულს მსოფლიოში კარდიოქირურგია-კარდიოლოგიის განვითარების ფონზე და ჩვენთან ასეთის არ არსებობის გამო ადამიანები გულთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ.

ქალბატონი გულიკო ჩაფიძის, ქვეყნის ხელისუფლების (პრეზიდენტი ე. შევარდნაძე), მთავრობის ( ჯანდაცვის მინისტრი ა. ჯორბენაძე) ერთობლივი ძალისხმევით და ქვეყნის შიდა რესურსების მობილიზებით მიღებულ იქნა დროული და ძალიან საჭირო გადაწყვეტილება- თანამედროვე კარდიოქირურგიის განვითარება. ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა უშუალოდ მეხელმძღვანელა ჩემი საოცნებო საქმის პრაქტიკული განხორციელებისთვის.  

ამ საქვეყნო საქმეში ფასდაუდებელია გენშერ-შევარდნაძის ფონდის და უშუალოდ ბად კროცინგენის (გერმანია) გულის ცენტრის მხარდაჭერა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფით, ქართველი ექიმების სწავლება-კვალიფიკაციის ამაღლებით გერმანიაში და პირველ წლებში ქართველი სპეციალისტების დაზღვევის მიზნით ადგილზე სრულფასოვანი ბრიგადების მოვლინებით.

ყველაფერმა ამან შედეგად ის მოიტანა, რომ დღეს 22 წლის შემდეგ, განყოფილებაში ჩატარებულია 9000-ზე მეტი ოპერაცია გულზე და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. 2010 წლიდან განყოფილება ხდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი თანამედროვე კარდიოქირურგიული ინოვაციების დანერგვის და კომპლექსური ოპერაციების ჩატარების მხრივ.

საამაყოა, რომ ქართული კარდიოქირურგია საინტერესო გახდა დასავლელი კოლეგებისთვისაც. და კიდევ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევა - კლინიკაში აღიზარდა არა ერთი მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი კარდიოქირურგი და კარდიოქირურგიული გუნდის წევრი, რომელთაგან ზოგიერთისადღეისოდ სხვა კლინიკების წამყვანი სპეციაალისტები არიან.

 წლები გადის, პრინციპი კი უცვლელია - არ ავნო, დაეხმარე. მადლობა გავლილ 22 წელს. 

დაგვიმეგობრდით

trance