ანტიკოაგულაციური თერაპიის მნიშვნელობა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ქირურგიული ჩარევა სარქველზე

ანტიკოაგულაციური თერაპიის მნიშვნელობა პაციენტებში, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ქირურგიული ჩარევა სარქველზე

გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის" კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, რითმოლოგი.


გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების ყურადღება მიიპყრო შემთხვევებმა, როცა კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ, გაწერისას, ექიმის მიერ გაცემული რეკომენდაციები არ სრულდება. ერთი ასეთი კლინიკურ  შემთხვევის თაობაზე ქვევით მოგითხრობთ:


ცენტრში მოთავსდა პაციენტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჩატარებული ჰქონდა კარდიოქირურგიული ოპერაცია  გულის სარქველზე, კერძოდ პაციენტის დაზიანებული სარქველი შეიცვალა მექანიკური სარქვლით. აღნიშნული ოპერაციული ჩარევა მოითხოვს ხანგრძლივ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, რაც პაციენტს დაენიშნა. პაციენტი გაფრთხილებულ იქნა, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვალოს პრეპარატი და არ შეწყვიტოს მკურნალობა. დანიშნული მედიკამენტის შეწყვეტას მოჰყვა სიცოცხლისთვის საშიში გართულება: მექანიკურმა სარქველმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაც განმეორებით ოპერაციული ჩარევის მიზეზი გახდა. საბედნიეროდ ოპერაცია დროულად ჩატარდა და პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა კლინიკიდან.


აღნიშნული კლინიკური   შემთხვევა  პაციენტებსა და ექიმებს შეახსენებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კარდიოქირურგიული ჩარევის შემდგომ პაციენტის მართვის გაიდლაინისა და პროტოკოლის დაცვას.


კიდევ ერთხელ შევახსენებთ პაციენტებს, რომელთაც გადაიტანეს კარდიოქირურგიული ჩარევა სარქველზე, არ შეწყვიტონ ანტიკოაგულაციური თერაპია, არ შეცვალონ ოპერაციის შემდგომ დანიშნული პრეპარატი და გაიდლაინით განსაზღვრული პერიოდულობით ჩაიტარონ ლაბორატორიული გამოკვლევები, რაც თავიდან ააცილებს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებსა და გააუმჯობესებს მათი სიცოცხლის ხარისხს!

 

დაგვიმეგობრდით

trance