სტრეს-ექოკარდიოგრაფია

სტრეს-ექოკარდიოგრაფია

დავით იოსელიანი- აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პოლიპროფილური საკონსულტაციო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი.

რა არის სტრეს-ექოკარდიოგრაფია?

სტრეს-ექოკარდიოგრაფია არის ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიისა და დატვირთვის ტესტის კომბინაცია.

 დატვირთვის ტესტი სრულდება ველოერგომეტრზე (ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სიმულატორზე), სარბენი ბილიკზე, ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციით და ფარმაცევტული საშუალებების გამოყენებით.

"ჩაფიძის გულის ცენტრში" სტრეს-ექოკარდიოგრაფია- ფიზიკური დატვირთვის ტესტი სრულდება სპეციალურ ჰორიზონტალურ ერგომეტრზე.

იშემიის დროს მიოკარდიუმის შეკუმშვის დარღვევა ხდება უფრო ადრე, ვიდრე ტიპიური ეკგ ცვლილებები, ამიტომ სტრეს-ექოკარდიოგრაფია უფრო მგრძნობიარე მეთოდია მიოკარდიუმის იშემიის გამოსავლენად, გულის კორონარული დაავადების (სტენოკარდიის) დიაგნოზის დასადასტურებლად, ვიდრე სტრეს-ტესტები ელექტროკარდიოგრაფიის გამოყენებით.

მეთოდი საშუალებას იძლევა:

  • დეტალიზირებულ იქნეს მიოკარდიუმის იშემია;
  • განისაზღვროს სტენოზური კორონარული არტერიის აუზი;
  • იდენტიფიცირებულ იქნეს მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობა ინფარქტის შემდგომი დაზიანებების მიდამოში;
  • შეფასდეს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის ინოტროპული რეზერვი.
ჩატარების ჩვენებები:

  • გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი;
  • დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფიული ტესტის არაინფორმატიული შედეგები (ველოერგომეტრია, სარბენი ბილიკი) ან პაციენტის მიერ დატვირთვის
შეუძლებლობა;
  • გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ინტერვენციულ ან ოპერაციულ რევასკულარიზაციამდე და მის შემდეგ იშემიური პასუხის განსაზღვრა;
  • გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში იშემიის არეალის იდენტიფიცირება;
  • რისკის ხარისხისა და პროგნოზის განსაზღვრა პაციენტებში დიდ ოპერაციამდე, პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, ჰიპერტენზიით, მიოკარდიუმის
  • არაკორონარული დაავადებებით;
  • მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა;
  • აორტის სტენოზის ხარისხის განსაზღვრა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციის მქონე პაციენტებში.


დაგვიმეგობრდით

trance