საქართველოს გულის რიტმის ასოციცაციის კონგრესი

საქართველოს გულის რიტმის ასოციცაციის კონგრესი

04.11.2023 ქ. თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას საკონფერენციო დარბაზში საქართველოს გულის რითმის ასოციცაციის IX ყოველწლიური კონგრესი გაიმართა.

კონგრესის ფარგლებში საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რითმის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი კახა ეცადაშვილი და კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი ბატონი ნიკა ქურიძე.

I სესიის მოდერატორობის საპატიო მისია კი ასევე ჩვენი ცენტრის პროფესორს,  კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბატონ ვახტანგ ჭუმბურიძეს დაეკისრა.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა უეცარი კარდიული სიკვდილი და გულის გაჩერების დროს პირველადი დახმარების საინფორმაციო კამპანია გახლდათ.

წუთები წყვეტს - დაუბრუნე გულს სიცოცხლე!

დეფიბრილატორი არის სიცოცხლის გადარჩენის შანსი

დაგვიმეგობრდით

trance