რა არის სტრეს-ექოკარდიოგრაფია
სტრეს-ექოკარდიოგრაფია არის ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიისა და დატვირთვის ტესტის კომბინაცია.
დატვირთვის ტესტი სრულდება ველოერგომეტრზე
(ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ სიმულატორზე), სარბენი ბილიკზე, ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციით და ფარმაცევტული საშუალებების გამოყენებით.
"ჩაფიძის გულის ცენტრში" სტრეს-ექოკარდიოგრაფია- ფიზიკური დატვირთვის ტესტი სრულდება სპეციალურ ჰორიზონტალურ ერგომეტრზე.
იშემიის დროს მიოკარდიუმის შეკუმშვის დარღვევა ხდება უფრო ადრე, ვიდრე ტიპიური ეკგ ცვლილებები, ამიტომ სტრეს-ექოკარდიოგრაფია უფრო მგრძნობიარე მეთოდია მიოკარდიუმის იშემიის გამოსავლენად, გულის
კორონარული დაავადების (სტენოკარდიის) დიაგნოზის დასადასტურებლად, ვიდრე სტრეს-ტესტები ელექტროკარდიოგრაფიის გამოყენებით.
მეთოდი საშუალებას იძლევა:
- დეტალიზირებულ იქნეს მიოკარდიუმის იშემია;
- განისაზღვროს სტენოზური კორონარული არტერიის აუზი;
- იდენტიფიცირებულ იქნეს მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობა ინფარქტის შემდგომი დაზიანებების მიდამოში;
- შეფასდეს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის ინოტროპული რეზერვი.
ჩატარების ჩვენებები:
- გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი;
- დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფიული ტესტის არაინფორმატიული შედეგები (ველოერგომეტრია, სარბენი ბილიკი) ან პაციენტის მიერ დატვირთვის
- გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ინტერვენციულ ან ოპერაციულ რევასკულარიზაციამდე და მის შემდეგ იშემიური პასუხის განსაზღვრა;
- გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში იშემიის არეალის იდენტიფიცირება;
- რისკის ხარისხისა და პროგნოზის განსაზღვრა პაციენტებში დიდ ოპერაციამდე, პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, ჰიპერტენზიით, მიოკარდიუმის არაკორონარული დაავადებებით;
- მიოკარდიუმის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა;
- აორტის სტენოზის ხარისხის განსაზღვრა მარცხენა პარკუჭის შემცირებული სისტოლური ფუნქციის მქონე პაციენტებში.