მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024” გაიხსნა

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024” გაიხსნა

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024” გაიხსნა. ტურნიტის ფარგლებში დაგეგმილია  შეჯიბრის  გამართვა ერთეულთა შორის, ასევე ჩატარდება პირველ წრეში წაგებულთა შორის დამატებითი ტურნირი.

გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, სიგელებით  და ფულადი ჯილდოთი.

ჩაფიძის გულის ცენტრის სახელით იასპარეზებენ  კარდიო-რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი ვლადიმერ გურუშიძე და ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ინტერვენციული კარდიოლოგი ივანე ხოჭოლავა.

ტურნირი  3 დღე გასტანს და 19 მაისს დასრულდება.

ჩაფიძის გულის ცენტრი წარმატებებს უსურვებს ტურნირის თითოეულ მონაწილეს!

დაგვიმეგობრდით

trance