გამოიცა პაციენტის საინფორმაციო ბროშურა, სახელწოდებით „რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ“

გამოიცა პაციენტის საინფორმაციო ბროშურა, სახელწოდებით „რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ“

ჩვენი ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონ ნონა დოლიძის ავტორობით გამოიცა პაციენტის საინფორმაციო ბროშურა, სახელწოდებით "რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ“

დღეს უკვე აშკარაა, რომ თანამედროვე მედიცინის მიღწევები ვერ იქნება რეალიზებული პრაქტიკაში ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობის გარეშე. აღნიშნული პარტნიორობის ერთ-ერთი გზაა პაციენტის განათლება, რაც გულისხმობს მისთვის ინფორმაციის მიწოდებას დაავადების სიმპტომების, ინტერვენციისა და რისკის ფაქტორების არსის, მავნე ჩვევების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხება ათეროსკლეროზსა და ათეროსკლეროზით გამოწვეულ გულ- სისხლძარღვთა დაავადებებს. საბოლოო ჯამში, თავად პაციენტი ირჩევს როგორ მოიქცეს, მიიღოს თუ არა დანიშნული პრეპარატები, გახადოს თუ არა კვება ჯანსაღი, გაზარდოს თუ არა ფიზიკური აქტივობა, უარი თქვას თუ არა მავნე ჩვევებზე. თუმცა, უეჭველია, რომ ამ მიმართულებით ყველაზე ავტორიტეტული წყარო პაციენტისთვის სწორედ ექიმი, მისგან მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციებია.

აღნიშნულ მიზანს - პაციენტისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება   პაციენტის საინფორმაციო ბროშურა, სახელწოდებით "რა უნდა ვიცოდეთ ათეროსკლეროზის შესახებ “. ბროშურა განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის კორონარული დაავადება - სტენოკარდია, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე აორტის ანევრიზმა, ჩატარებული აქვთ კორონარული სტენტირება, კორონარული შუნტირების ოპერაცია და სხვა.

დაგვიმეგობრდით

trance