ჩვენი ცენტრის ექთნებს ტესტირება უტარდებათ

ჩვენი ცენტრის ექთნებს ტესტირება უტარდებათ

პროფესიული კომპეტენციის მუდმივი განვითარების მიზნით, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექთნებს ყოველწლიურად უტარდებათ ტესტირება.

ტესტირება უზრუნველყოფს ექთნების მაღალ კვალიფიკაციას და მათ მზადყოფნას რთულ კლინიკურ სიტუაციებში. გარდა ამისა, აძლიერებს პაციენტთა უსაფრთხოებას, რადგან მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაცვით არის შესაძლებელი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა. ეს პროცესი, ასევე, ხელს უწყობს ექთნების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას, რაც საბოლოოდ კლინიკის საერთო სტანდარტებს კიდევ უფრო ამაღლებს და უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან და უსაფრთხო მოვლას.

ტესტირება სრულად ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს, რაც გამორიცხავს სუბიექტურ შეფასებას და უზრუნველყოფს ობიექტურობას.

წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს. მათი პროფესიონალიზმი ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის გარანტიაა!

დაგვიმეგობრდით

trance