სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში

სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის უწყვეტი განათლების სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაზე:

ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2018 წლის 9 მარტის N1 სხდომის გადაწყვეტილებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კლინიკური მენეჯერის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამას "ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი" მიენიჭა აკრედიტაცია (რს-543).

კურსზე განხილული იქნება საკითხები:

ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის სისტემის მიზნები და ფუნქციები; ჯანდაცვის დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდები; სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია, პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, შინმოვლის სერვისები, პალიატიური ზრუნვა;

  • სამედიცინო ორგანიზაციების მართვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ჯანდაცვითი სახელმწიფო პროგრამების მართვა;
  • ჯანდაცვის ეკონომიკა, სამედიცინო ბაზრის თავისებურებები, ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ჯანდაცვის მარკეტინგი;
  • სამედიცინო სამართალი, ბიოეთიკა;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხი - ინდიკატორები და გაზომვის მეთოდები; კლინიკური აუდიტის სქემა, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული შემთხვევების მართვა, რისკის მენეჯმენტი, ეპიდზედამხედველობა;
  • ნოზოკომიური ინფექციების კონტროლი;
  • ნარჩენების მართვა;
  • ჯანდაცვის მართვის ელექტრონული ინფორმაციული სისტემები, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მართვა;
  • ქეისების განხილვა; ინდივიდუალური პროექტის მომზადება.

სალექციო დღეები: შაბათი, კვირა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. მსმენელებს ეძლევათ სასწავლო მასალები.

მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ვებ-გვერდზე
http://chapidze.ge/aboutus/269--.html

კურსის ღირებულებაა 600 ლარი.

გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით.
საბანკო რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღების ანგარიში: #GE32TB7792936020100002
მიმღების სახელი: შპს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (გადარიცხვისას მიუთითეთ - თქვენი სახელი, გვარი, სასერტიფიკატო კურსი ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი.).

სასერთიფიკატო კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია. http://chapidze.ge/aboutus/269--.html

გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო პირი: მაკა კადომცევა:  599564465

დაგვიმეგობრდით

trance