გავლენიან ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Hospital Topics“ გამოქვეყნდა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კვლევა “The Impact of DRG-Based Payment Reform on the Efficiency of Medical Care for Patients with Myocardial Infarction: Evidence from Georgia."
ნაშრომის ავტორები არიან:
რევაზ ჯორბენაძე - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის დოქტორი;
თენგიზ ვერულავა - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
რეზიუმე:
საქართველოში 2022 წელს დაინერგა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფების (DRG) ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსების სისტემა. კვლევის მიზანია DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს ანაზღაურების გავლენის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების სამედიცინო დახმარების ეფექტურობაზე. გაანალიზდა საქართველოს სამი დიდი საავადმყოფოს ჰოსპიტალიზაციის მონაცემები DRG-ის შემოღებამდე და მის შემდეგ, რომლებიც მოიცავს 2021 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს. კვლევამ აჩვენა, რომ კარდიოლოგიურ საავადმყოფოებში DRG-ის დანერგვამ შეამცირა ჰოსპიტალური დაყოვნების ხანგრძლივობა, რეადმისიის და სიკვდილიანობის მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ ნოზოლოგიაზე ფასები გაიზარდა, პაციენტების პირდაპირი ჯიბიდან გადახდა შემცირდა, რითაც გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობა. DRG გადახდის სისტემის დანერგვამ დადებითი გავლენა მოახდინა პაციენტების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.
სტატიის ლინკი - https://www.tandfonline.com/.../10.../00185868.2024.2433243
Verulava, T., & Jorbenadze, R. (2024). The Impact of DRG-Based Payment Reform on the Efficiency of Medical Care for Patients with Myocardial Infarction: Evidence from Georgia. Hospital Topics, 1–6. https://doi.org/10.1080/00185868.2024.2433243
ჟურნალი "Hospital Topics“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში. CiteScore 1.9. იხილეთ https://www.scopus.com/sourceid/14058?origin=resultslist
