გამოიცა წიგნი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ავტორიც ჩვენი ცენტრის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე, თსუ პროფესორი ქალბატონი ნატა ყაზახაშვილია

გამოიცა წიგნი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ავტორიც ჩვენი ცენტრის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე, თსუ პროფესორი ქალბატონი ნატა ყაზახაშვილია

ახლახანს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, გამოცემულ იქნა წიგნი პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების შესახებ. აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორია ჩვენი ცენტრის სამედიცინო კომიტეტის თავმჯდომარე, თსუ პროფესორი ქალბატონი ნატა ყაზახაშვილი.

წიგნი, პრაქტიკოს ექიმებს, სტუდენტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს შესაძლებლობას მისცემს, მშობლიურ ენაზე შეისწავლონ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის, მართვის და გაუმჯობესების რთული საკითხები.

ასევე, წიგნში ფართოდაა გაშუქებული პაციენტის და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხები. წიგნში ასევე, მოცემულია სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მომზადების წესები და  ნიმუშები (SOP).

გულითადად ვულოცავთ ქალბატონ ნატას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.



დაგვიმეგობრდით

trance