ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული კვლევა: ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლის ხარისხის შესწავლა კარდიოქირუგიული ოპერაციის შემდეგ

ჩაფიძის გულის ცენტრში მომზადებული კვლევა: ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლის ხარისხის შესწავლა კარდიოქირუგიული ოპერაციის შემდეგ

ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხანდაზმული ადამიანების რიცხვი. დემოგრაფების პროგნოზებით, შემდგომ წლებში გაგრძელდება მოსახლეობის დაბერება, რადგან იზრდება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მცირდება ახალგაზრდების რაოდენობა.

აღნიშნულის შედეგად, კარდიოლოგებს და კარდიოქირურგებს სულ უფრო მეტად უხდებათ ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა. ხანდაზმული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული პაციენტების მკურნალობა თავისებურებებით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია როგორც ძირითადი, ასევე თანხმხლები დაავადებების სპეციფიკურობასთან [1].

ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ხანდაზმულ ადამიანებში ქირურგიული ჩარევების მიზანშეწონილობის შესახებ. ზოგი თვლის, რომ ფოკუსირება უნდა მოხდეს კონსერვატიულ მკურნალობაზე, ზოგის აზრით კი საჭიროა ქირურგიული მკურნალობა. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს რომ ხანდაზმულთათვის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება  დაუსაბუთებელია [2]. ზოგი ექსპერტის მიხედვით, აორტის სარქვლის პროტეზირების შედეგად ადრეული სიკვდილიანობა მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში [3]. სხვები თვლიან, ხანდაზმული ასაკი რისკფაქტორია ქირურგიული ჩარევებისათვის [4, 5].

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების პაციენტებში ლეტალობა კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ: აორტა-კორონარული შუნტირება (აკშ), აორტის სარქვლის პროთეზირება (ასპ), მიტრალური სარქვლის პროთეზირება (მსპ), მიტრალური სარქვლის პლასტიკა (მსპ) [6].

ცხრილი: ქირურგიული ლეტალობა პაციენტების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ [7]


ოპერაცია

ლეტალობა (%), ასაკი

20 - 50

51 - 60

61 - 65

66 – 70

71 - 80

81 – 90

აკშ

1,1

1,6

2,1

2,9

4,4

7,2

ასპ

2,3

2,2

2,3

3,6

4,7

7,7

მსპ

3,4

2,4

3,9

5,1

8,4

16,2

მსპ

0,3

0,3

0,6

1,9

1,7

20,0

ასპ+მსპ

2,2

6,0

7,1

10,8

13,2

20,0

აკშ+ასპ

3,6

2,5

4,6

5,9

7,3

10,2

აკშ+მსპ

6,7

7,2

8,9

12,2

14,4

21,5

აკშ+მსპ

4,5

5,7

6,4

9,7

11,4

15,1


მიუხედავად აღნიშნულისა, ექსპერტთა გარკვეული რაოდენობის აზრით, ქირურგიული მკურნალობა პრიორიტეტულია. აღიარებულია, რომ სარქველების, პირველ რიგში აორტის, ოპერაცია, 70 და 80 წელზე უფროს პაციენტებში უზრუნველყოფს პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას  ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ზოგადად, მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტურობა ფასდება სხვადასხვა კრიტერიუმებით. კერძოდ, პაციენტის მდგომარეობის ობიექტური მონაცემების შეფასება, ისეთი სტატისტიკური პარამეტრების გამოთვლა, როგორიცაა სიკვდილობა, განმეორებითი ოპერაციების შემთხვევათა სიხშირე და ა.შ. თუმცა, ეს კრიტერიუმები არ მოიცავს ადამიანის სიცოცხლის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც განსაზღვრავს მას როგორც საზოგადოების აქტიურ წევრს. ეს ფაქტორები ფასდება ცხოვრების ხარისხის მიხედვით.

თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ გამოიყენებენ დაავადებათა მკურნალობის ეკონომიკური ეფექტურობის შეფასებას. ეკონომიკური ეფექტურობის შეფასების მეთოდია დაავადებათა მკურნალობის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობის და სიცოცხლის ხარისხის შეფასება. ამ მეთოდს ხარისხიანი სიცოცხლის წლების (QALY - Quality Adjusted Life Years) მეთოდს უწოდებენ. იგი გულისხმობს მკურნალობის შედეგად სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის ზრდას. ცხადია იგი ასევე აფასებს აფასებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას.

ტერმინი "ცხოვრების ხარისხი" სამეცნიერო ხმარებაში შემოვიდა 1980-იანი წლების შუა პერიოდში.

ცხოვრების ხარისხი ახასიათებს ადამიანის სიცოცხლის სხვადასხვა ასპექტებს და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე (როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური). სამედიცინო, ვიწრო კონცეფცია მჭიდროდაა დაკავშირებული ჯანმრთელობის ცნებასთან. ტერმინი "სიცოცხლის ხარისხი" შემოღებულ იქნა ავადმყოფთა მდგომარეობის შესაფასებლად.

სიცოცხლის ხარისხი მკურნალობის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმია [8]. სიცოცხლის ხარისხის შეფასების მრავალი მეთოდი არსებობს. ისინი იყოფიან ორ ჯგუფად: ზოგადი მეთოდი გამოიყენება ნებისმიერი დაავადების სიცოცხლის ხარისხის შეფასებისათვის, ხოლო კონკრეტული მეთოდი გამოიყენება კონკრეტული დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ისინი გამოსახავენ თვით ადამიანის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის აღქმის და სიმპტომების სიმძიმის შეფასების სუბიექტურ მაჩვენებლებს.

QALY-ის გამოსათვლელად გამოიყენებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ ასპექტებს – ტკივილი, ფუნქციური დარღვევები, ფსიქიური სტატუსი, საკუთარი თავის მოვლის უზრუნველყოფა, სოციალურად სასარგებლო მოქმედებების (საშინაო მეურნეობების წარმოება, ანაზღაურებადი საქმიანობით დაკავება) განხორციელების შესაძლებლობა.

არსებობს კითხვარები, რომლებსაც ავსებენ პაციენტები ან ექიმები ან სპეციალურად მომზადებული პერსონალი. ყველაზე ხშირად გამოიყენებენ შემდეგ მეთოდებს: Sickness Impact Profile (SIP), Nottingham Health Profile (NHP), Stanford Physical Activity Recall [9, 10].

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის იმ პაციენტების სიცოცხლის ხარისხს, რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა.


ჯგუფს ხელმძღვანელობს თენგიზ ვერულავა - ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

ჯგუფის წევრებია:

  • დარეჯან ქუთათელაძე, ნინო მეშველიანი, ირინა ჩიქობავა - ქირურგიის სტაციონარის კარდიოლოგები;
  • სოფიო ცხვედაძე – მეორადი პრევენციის დეპარტამენტის უფროსი;
  • მანანა შევარდნაძე – ამბულატორიული მომსახურების დეპარტამენტის კარდიოლოგი (კარდიოქირურგია)
  • ეკატერინე საყვარელიძე –კარდიოქირურგიული მიმართულების კურატორი;.
  • ნინო ნაგლაძე – კარდიოლოგიის დეპარტამენტის ექთანი.

კვლევა 5 ეტაპად განხორციელდება:

  • წინაოპერაციული გამოკითხვა (10 დღე );
  • პოსტოპერაციული გამოკითხვა (მე-14 დღეს);
  • პოსტოპერაციული გამოკითხვა (30 დღის ვადაში);
  • პოსტოპერაციული გამოკითხვა (6 თვის ვადაში);
  • პოსტოპერაციული გამოკითხვა (1 წლის ვადაში).

კვლევის შედეგები გამოქვეყნდება.

ბიბლიოგრაფია:

  • David R.Tomas, C.S. Ritchie. Preoperative assessment of older adults. J Amer. Geriatrics Society 1995; 43 (7): 811B821.
  • Iskandrian A.S., Segal B.L.. Should cardiac surgery be performed in octogenarians? J Am Coll Cardiol 1991, 18:36 – 7.
  • Haraphongse M., Ayudhya R.K., Hfennel R.G., Kappagoda C.T., Montague T.J. Canad. J. Cardilol. 1990. Vol.6, N.6. – Р. 236B240.
  • Akins C.W., Daggett W.H., Vlahakes G.J. et al. Cardiac operations in patients 80 years and older. Ann Thorac Surg 1997, 64:606 – 614.
  • Peterson E.D., Cowper P.A., Jollis J.G. et al. Outcomes of coronary artery bypass graft surgery in 24,461 patients aged 80 years older. Circulation 1995, suppl II; 92(9): 85 – 91.
  • Salim Aziz, Frederick L., Crover. Cardiovascular surgery in the elderly. Cardiology Clinics 1999; 17 (1): 213B231
  • Frederick L Grover. The Society of Thoracic Surgeons National Database: current status and future directions. The Annals of Thoracic Surgery. 1999: Volume 68 (2), 367–373.
  1. Guyatt G., Feeny D., Patrick D. Issues in quality oa life measurement in clinical trials. Control clinical trials. 1991, 12; 81B90 S.
  2. Taylor S.H. Drug therapy and quality of life in angina pectoris. American Heart Journal –1987 Vol. 114 N1 Pt 2 – P. 234B240.
  3. Wiklund J., Herlitz J., Hjalmarson A. Quality of life five years after myocardial infarction. European heart Journal 1989 – Vol.10, N5, p. 465.

თენგიზ ვერულავა

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.


დაგვიმეგობრდით

trance