კლინიკური აუდიტი

კლინიკური აუდიტი

(ხარისხის კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში)



სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მექანიზმია ჩატარებული მკურნალობის მონიტორინგი. ამ მიზნით, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ხარისხის მართვის სამსახურის მიერ შემუშავებულ იქნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის კონცეფცია.


შემუშავებული მონიტორინგის სქემა შესაძლებლობას გვაძლევს შევაფასოთ სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესის შედეგები. იგი მოიცავს როგორც სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ღონისძიებების ადეკვატურობას, ასევე დოკუმენტაციის წარმოების ხარისხს. მონიტორინგის სქემით რაოდენობრივად ფასდება სამედიცინო დახმარების პროცესის თვისობრივი მხარე. ამისათვის გამოიყენება რანჟირებული შეფასება. შეფასების რანჟირებისას გათვალისწინებულია: სამკურნალო ღონისძიებების დროულობა, ავადმყოფის მდგომარეობის შეფასების ადეკვატურობა, დიაგნოზის შესაბამისობა დაავადებების საერთაშორისო სტატისტიკურ კლასიფიკაციასთან, კონსულტაციებისა და კონსილიუმების ჩატარების დროულობა.


2017 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს სამედიცინო მომსახურების კლინიკური აუდიტის ჯგუფი. ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ ვერულავა. კლინიკური აუდიტის ჯგუფს ხელმძღვანელობს კარდიოქირურგი კახაბერ ბერია (ქირურგიის დეპარტამენტი). ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი სამადაშვილი  – გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • ლელა კოპალეიშვილი – ამბულატორიული დეპარტამენტის ექიმი.
  • ნონა მაისურაძე – კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • ირაკლი შურღაია – ქირურგიის სტაციონარის უფროსი.
  • ნინო გოგინაშვილი – პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • თამაზ ხელაძე – შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ექიმი.
  • კახაბერ ეცადაშვილი – რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • ვლადიმერ გურუშიძე – პოსტოპერაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

კლინიკური აუდიტის ჯგუფმა დროის მოკლე პერიოდში შემთხვევითი შერჩევის გზით განახორციელა 24 პაციენტის სტაციონარული სამედიცინო ბარათების მონიტორინგი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხობრივი შეფასების კუთხით. აღნიშნული პაციენტების სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ბარათების მონიტორინგით გამოვლინდა, რომ შეფასების რანჟირება მერყეობს 0.54-დან 1 ქულამდე. მიღებული შეფასება აჩვენებს პაციენტებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის საშუალო, საშუალოზე მაღალ და მაღალ დონეს.


ხარისხის მონიტორინგის სისტემები მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, რაც დადებით გავლენას მოახდენს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯოებესებისთვის. მომავალში პერიოდულად მოგაწვდით მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

დაგვიმეგობრდით

trance