მორიგი კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

მორიგი კვლევა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Malaysian Journal of Public Health Medicine“, 18 (1). (ჟურნალი რეგისტრირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო ბაზაში) გამოქვეყნდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მომზადებული ნაშრომი "Medical Tourism in Georgia: Current Barriers and Recommendations“ (სამედიცინო ტურიზმი და საქართველო: პრობლემების სპეციფიკა და რეკომენდაციები).


ნაშრომის ავტორებია: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი და რევაზ ჯორბენაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი

სტატიის ელექტრონული მისამართია: http://www.mjphm.org.my/mjphm/journals/2018%20-%20Volume%2018%20(1)/MEDICAL%20TOURISM%20IN%20GEORGIA%20CURRENT%20BURRIERS%20AND%20RECOMMENDATIONS.pdf

ჟურნალის ელექტრონული მისამართია:

http://www.mjphm.org.my/mjphm/index.php?option=com_content&view=article&id=830:medical-tourism-in-georgia-current-burriers-and-recommendations&catid=119:2018-volume-18-1&Itemid=134

                  

სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი. სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის ჯანმრთელობის პრობლემას,  იგი ირჩევს მისთვის სასურველ ქვეყანას, ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს ეროვნული მედიცინის სწრაფად განვითარებას და შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს  ჯანდაცვის ეროვნული სისტემების სახე.

განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის გამო პაციენტები ცდილობენ იმ ქვეყნებში ჩაიტარონ სერვისები, სადაც იგი გაცილებით იაფია. მაგალითად, კარდიოქირურგიული ოპერაცია აშშ-ში 200000 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც მსგავსი სერვისი ინდოეთში 25 000 დოლარია. საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მომსახურება 3-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ისრაელში, 5-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ევროპაში და 10–ჯერ უფრო იაფია ვიდრე ამერიკაში.

სამედიცინო ტურისტებისათვის საქართველოს შეუძლია შემდეგი ტიპის მომსახურების შეთავაზება: სტომატოლოგია და კბილების პროტეზირება, კოსმეტიკური მედიცინა, მხედველობის კორექცია ექსიმერული ლაზერის მეთოდით, გულის იშემიური დაავადებების მკურნალობა (სტენტირება, შუნტირება), ფაგებით მკურნალობა (ექსკლუზიური სახეობა, ვინაიდან თბილისის ფაქტერიოფაგი ერთ–ერთი უნიკალური დაწესებულებაა მსოფლიოში), რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება (უშვილობის მკურნალობა, ინ–ვიტრო განაყოფიერება და სხვა) და ა.შ.

სათანადო კვალიფიკაციის ექიმების და მაღალხარიასხიანი საავადმყოფოების არჩევის გაადვილების მიზნით, სამედიცინო ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ პროვაიდერებს, რომელთაც აქვთ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების ხარისხის აკრედიტაცია. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა 2016 წელს მოიპოვა სამედიცინო მომსახურების გერმანულ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირება, რომელსაც გერმანული აუდიტორული კომპანია "KTQ"-ს ექსპერტები ახორცილებდნენ. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი არის პირველი კლინიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელმაც "KTQ"-ს სერტიფიცირება გაიარა.

ნაშრომში განხილულია, თუ რა პოტენციალი გააჩნია დღეს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, არის თუ არა მათზე მოთხოვნა და რა იგეგმება ამ პოტენციალის გასავითარებლად და დასახვეწად.

დაგვიმეგობრდით

trance