ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)
ელექტროკარდიოგრაფია (ე.კ.გ.): გულის ფიზიოლოგიურ თვისებათა გამოკვლევის მეთოდი, გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.
ელექტროკარდიოგრაფიის საშუალებით ვაფასებთ გულის კუნთის მდგომარეობას, შეკუმშვათა სიხშირეს და რეგულარულობას.
ე.კ.გ. ასევე მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია გულის ისეთ მოშლილობათა გამოსავლენად როგორიც არის :
- რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა,
- გულის იშემიური დაავადება (მიკარდიუმის ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია)
- მიოკარდიტი,
- გულის კუნთის დისტროფია
- ელექტროლიტური დისბალანსი
- მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია
- არაკარდიული დაავადებების დიაგნოსტიკა (მაგ; ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);
- მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერდოზირება;