24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირება
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს გულზე, თავის ტვინზე, თირკმელებზე და სხვა ორგანოებზე. არის ერთ-ერთი მთავარი რისკის-ფაქტორი მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულისა და თირკმელების უკმარისობის განვითარებაში და საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და სისტემატურ მკურნალობას. ერთჯერადად დაფიქსირებული არტერიული წნევის მომატება, ფიზიკური ან ემოციური დაძაბვის ფონზე არ ნიშნავს არტერიული ჰიპერტენზიის არსებობას. იმისათვის, რომ დაისვას სწორი დიაგნოზი და შეირჩეს შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა ხშირად საჭიროა წნევის 24 სთ-იანი მონიტორინგის დანიშნვა ექიმი სპეციალისტის მიერ
არტერიული წნევის უფრო ზუსტი შეფასებისთვის არსებობს არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირების მცირე ზომის აპარატი, რომელიც მიერთებულია მანჟეტზე და თავსდება მკლავზე, ის 24 სთ-ის განმავლობაში გარკვეული ინტერვალებით ზომავს წნევას და ახორციელებს მის ჩაწერას.
ჩაწერილი ინფორმაციის გაანალიზებით ხდება არა მხოლოდ წნევის მომატების ხარისხის, არამედ მის ცვალებადობის დადგენა დღისა და ღამის (ძილის დროს) განმავლობაში. მისი საშუალებით შესაძლებელია ჰიპერტენზიის გართულებების რისკის შეფასება.
როდის არის რეკომენდებული არტერიული წნევის მოიტორირების ჩატარება?
- "თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზიის გამოსარიცხად;
- ეჭვი "შენიღბულ ჰიპერტენზიაზე” (" თეთრი ხალათის ნორმოტენზია “)
- მედიკამენტების მიმართ ცრუ ან ჭეშმარიტი რეზისტენტობის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანშიშესულ და დიაბეტიან პაციენტებში;
- მომატებული ოფისის წნევის მქონე ორსულ ქალებში,
- მოსალოდნელი პრე-ეკლამფსიის განვითარების გამო;
- ანტიჰიპერტენზიული მკურნალობისას ჰიპოტენზიის სიმპტომების გამოვლენისას;
- ეპიზოდური ჰიპერტენზიის შემთხვევაში;
- მაღალი რისკის პაციენტებში (გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი; რევასკულარიზაციის შემდეგ, აორტის ანევრიზმა)
- არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის დონის შესაფასებლად;
- მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით ხანშიშესულ პაციენტებში.
არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება უნდა ჩატარდეს მაღალი რისკის მქონე ორსულ ქალებში (I-II-III ტრიმესტრში): ქალები ტოქსიკოზით; ადრე შეწყვეტილი ორსულობით; სიმსუქნით; ორსულობამდე დიაგნოსტირებული ჰიპერტენზიით; დაავადებული თირკმელებით, გულითა და სისხლძარღვებით; მომატებული ოფისის წნევის მქონე ორსულ ქალებში, მოსალოდნელი პრე-ეკლამფსიის განვითარების გამო; ორსულები ჰიპოტენზიით.
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება:
- წნევის დამწევი მედიკამენტის ჯგუფის შერჩევის მიზნით;
- მედიკამენტის დოზის შერჩევის მიზნით;
- მედიკამენტის მიღების დროის შერჩევის მიზნით;
- დანიშნული მედიკამენტის ეფექტურობის შესაფასებლად;
- დანიშნული მედიკამენტის ნაკლებეფექტურობის დასადგენად.