დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით.

ექოსკოპიით განისაზღვრება ჯირკვლის ზომა, ფორმა, კვანძების არსებობა -არარსებობა, ლიმფური კვანძის მდგომარეობა, ასევე გვეხმარება ცისტისა და კიბოს დიფერენცირებაში. შესაძლებელია , კეროვანი და დიფუზური დაზიანებების გამოვლენა.

როდის მივმართოთ ექიმს? 

თუ კისრის მიდამოში ფიქსირდება ამოზნექილი, მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა, რაც ისინჯება პალპაციისას;

ისეთი ჩივილებისას, როგორიცა: მოხრჩობის შეგრძნება, ხშირი, უმიზეზო ხველება,

ნერვული დარღვევები, მომატებული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა;

სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება;

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნიშნები: წონის კლება, მომატებული ოფლიანობა, ტახიკარდია, სისუსტე, ხველება, კანკალი და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების (კვანძოვანი ჩიყვი, კიბო) რეციდივი

ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიით შესაძლოა ისეთი დაავადებები გამოვლენა, როგორიცაა:

  • კვანძოვანი და დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი
  • ჰიპოთირეოზი
  • ფარისებრი ჯირკვლის კისტა
  • თირეოიდიტი
  • ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე-კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი
  • დოპლეროგრაფიის განსაზღვრა (ჯირკვლის სისხლმომარაგების ფუნქციურ მდგომარეობის განსაზღვრა). დოპლეროგრაფიის შედეგები მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე საშუალებას იძლევა, შეფასდეს თერაპიის ეფექტურობა და განისაზღვროს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.


ფარისებური ჯირკვლის ექოსკოპია არ მოითხოვს წინასწარ მომზადებასაბსოლუტურად უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევის მეთოდია.