დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

სპირომეტრია

სპირომეტრია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის ეფექტური მეთოდია. აღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფილტვების გარეგანი სუნთქვის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისათვის. სპირომეტრია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ფილტვის ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება.

სპირომეტრიის  ჩვენებები : 

  • ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან  ნახველი           
  • დისპნოე
  • ქოშინი
  • ხმაურიანი სუნთქვა
  • ჰაერის უკმარისობა
  • შრომის უნარის დაქვეითება        
  • ამოსუნთქვისა  და/ან  ჩასუნთქვის გაძნელება
  • ქრონიკული სურდო
  • მწეველები > 40 წლის
  • რისკის ფაქტორები  როგორიცაა მწეველობა,  გენეტიკური  და  პროფესიული ფაქტორები.
  • ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შეფასება
  • ბრონქო-პულმონური დაავადებების მართვა, სიმძიმის შეფასება
  • მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი.


კვლევა მარტივი და უსაფრთხოა. მისი გამოყენების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, ინიშნება ექიმი სპეციალისტის მიერ.