დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ გამოკვლევა) წარმოადგენს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და ინფორმაციულობით.

  • კვლევა ტარდება კონტრასტირებით ან უკონტრასტოთ

მისი მეშვეობით შესაძლებელია, რენტგენის სხივების გამოყენებით მივიღოთ ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D გამოსახულება.

იგი იძლევა ორგანიზმის სრულყოფილი გამოსახულების საშუალებას

რადიოლოგი დეტალურად ხედავს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და სხვადასხვა ტიპის პათოლოგიის გამოვლენის შემდეგ სვამს შესაბამის დიაგნოზს

კვლევა ტარდება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ (სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევა) რეჟიმში

მისი კონტროლით სრულდება სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაცია

გამოიყენება ბიოფსიისა და რადიაციული თერაპიის დროს

 

როდის ტარდება კვლევა?

ომპიუტერული ომოგრაფია არჩევის მეთოდს წარმოადგენს ისეთ ურგენტულ სიტუაციაში, როგორიცაა: 

 

  • თავის ტვინის ინსულტი (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების დიფერენცირება, კტ პერფუზიითა და კტ ანგიოგრაფიით დაზიანების ადრეულ ფაზაში გამოვლენა, პროგნოზისა და მკურნალობის ტაქტიკის დადგენა/დაგეგმვა),

  • ტრავმები: ხერხემლის ძვლოვანი სეგმენტის დაზიანება, მოტეხილობები და სხვა

  • ანგიოლოგიური (სისხლძღვოვანიპათოლოგიები, მათი დიაგნოსტიკა და პოსტოპერაციული მონიტორინგი, (მაგ:  ანევრიზმა, მალფორმაცია, სისხლძარღვთა სტენოზის ხარისხის და ოკლუზიის დადგენა)



კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება ისეთი ქრონიკული დაავადებების გამოსავლენად და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, როგორიცაა:

  • სიმსივნური პათოლოგიები
  • სისტემური დაავადებები
  • თავის ტვინის, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები
  • ძვლოვანი სისტემის დაზიანებები

 

კვლევა ხორციელდება სწრაფად, ეფექტურად და უსაფრთხოდ

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოკვლევის შედეგების მიხედვით შესაძლებელია, განისაზღვროს მკურნალობის ტაქტიკა, რაც გამოჯანმრთელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.