დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

გასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)

გასტროსკოპიის საშუალებით  ხდება საყლაპავის , კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ორგანოს დაავადების გამოვლენა, დიაგნოზის დასმა  და მკურნალობა  სპეციალური ინსტრუმენტის გასტროსკოპის საშუალებით.

ენდოსკოპი თხელი, გრძელი, დრეკადი მილია, რომელსაც ერთ ბოლოზე სინათლის წყარო და ვიდეო კამერა აქვს. ორგანოების  გამოსახულება ტელევიზორის ეკრანს გადაეცემა. ის თავსდება კუჭ-ნაწლავში პირის ღრუსა და საყლაპავის გავლით.

პროცედურა ტარდება ექიმი-სპეციალისტის (გასტროენტეროლოგის) მიერ.

 

ჩვენებები:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საყლაპავის ,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  სხვადასხვა დაავადებების,  მაგ.: ეზოფაგიტის, გასტრიტის, დუოდენიტის, გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და სხვა დაავადებების დიაგნოსტირება
  • სიმსივნეზე, წყლულოვან დაავადებაზე, ეროზიაზე ეჭვის მიტანა
  • წყლულიდან სისხლდენის შეჩერება (ენდოსკოპიური ჰემოსტაზი)
  • საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება
  • ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღება (პაპილოსპინქტეროტომია)
  • არასიმსივნური წამონაზარდების (პოლიპების) მოცილება
  • უცხო სხეულის ამოღება  კუჭიდან
  • დაავადების განვითარების პროფილაქტიკა, თუ პაციენტი იღებს: სისხლის გამათხელებელ და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

 

ჩივილები , როდესაც უნდა  მივმართოთ ექიმს:

ტკივილი ყლაპვის დროს და ყლაპვის გაძნბელება

  • გულძმარვა
  • წონის კლება
  • გულისრევა, ღებინება, ბოყინი,
  • ტკივილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცელის ზედა ნაწილში
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

პროცედურის არსი:
  • გასტროსკოპია ტარდება ამბულატორიაში ან სტაციონარში, განსაზღვრული ჩვენებით ექიმი ენდოსკოპისტის მიერ.
  • ენდოსკოპიური გამოკვლევა აუცილებლად ტარდება უზმოზე - პაციენტს მანიპულაციის ჩატარებამდე 8-10 საათით ადრე არ უნდა ჰქონდეს მიღებული საკვები.
  • გასტროსკოპიის ჩატარებამდე, შესაძლოა ჩატარდეს პრემედიკაცია (დამამშვიდებელი საშუალების მიღება), ან ადგილობრივი ანესთეზია. შესაძლებელია გასტროსკოპია ჩატარდეს ვენური ნარკოზის გამოყენებითაც.
  • თანამედროვე გასტროსკოპებით პროცედურის ჩატარებას, მხოლოდ, მცირედი უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან, რომელიც მალევე თავისთავად ქრება