მუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევა
კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია - ერთ-ერთი ინფორმაციული გამოკვლევაა. მას შეუძლია, წარმოდგენა შეგვიქმნას მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის (საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები) შესახებ.
კვლევა შეიძლება ჩატარდეს კონტრასტით და უკონტრასტოდ ექიმი-რადიოლოგის მიერ.
ჩვეულებრივი (უკონტრასტო) კვლევა გამოიყენება:
- მუცლის ღრუში თავისუფალი აირის ანუ პნევმოპერიტონეუმის არსებობის დასადგენად
- კუჭის ან ნაწლავების პერფორაციის (მთლიანობის დარღვევის) სადიაგნოსტიკოთ
- ნაწლავთა გაუვალობის სადიაგნოსტიკოთ
კონტრასტული კვლევა (ე.წ. ბარიუმის ფაფის მიღებით დასალევად) გამოიყენება აღნიშნული ორგანოების მორფოლოგიისა თუ ფუნქციის შესასწავლად და ისეთი პათოლოგიების გამოსავლენად, როგორიცაა :
- წყლულოვანი დაზიანება
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი
- დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
- სტრუქტურული დარღვევები (დივერტიკული, სტრიქტურა, პოლიპი)
- ანთებითი ხასიათის დაავადებები (ეზოფაგიტი, გასტრიტი, დუოდენიტი, ენტერიტი, კოლიტი)
- სიმსივნური დაზიანება და სხვა პათოლოგიები
როდის მივმართოთ ექიმს?
თუკი სახეზეა:
- ყლაპვის დარღვევევა
- მკერდის ან მუცლის ღრუს საპროექციო არეში ტკივილის ეპიზოდები
- პირღებინების ეპიზოდები
- შეკრულობისა და ფაღარათის ეპიზოდები
- სისხლიანი განავლის ეპიზოდები