დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)


ენდოთელიუმის ფუნქციის გამოკვლევა აპარატ 
EndoPAT-ით


რა არის ენდოთელიუმი?  

ენდოთელიუმი არის სისხლძარღვის შიდა კედელი. რომელიც არეგულირებს ადამიანის სხეულში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა: სისხლძარღვის გაფართოვება; აუტო-იმუნურ პროცესები; ანთებითი პროცესები; ოქსიდაციური სტრესი; სისხლის შედედება.

ენდოთელიუმის დისფუნქცია არის ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპი, ასე რომ მისი დროული დიაგნოსტირება საშუალებას მოგვცემს სახვადასხვა დაავადების საწისი ეტაპის დიაგნოსტირებისა და რაც მთავარია შესაძლებელია ენდოთელიუმის დისფუნქციის მკურნალობა.


 რა არის EndoPAT?

EndoPAT არის ინოვაციური, უსაფრთხო, არაინვაზიური ენდოთელიუმის გამოკვლევის აპარატი, რომელიც გამოიყენება როგორც დიდი ასევე პატარა სისხლძარღვების ენდოთელიუმის ფუნქციის შეფსებისათვის, სისხლძარღვის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების მიზნით.

კვლევა გრძელდება 15-20 წუთი, ტესტის ჩატარებამდე 48 საათით ადრე უნდა მოიხსნას ენდოთელზე მოქმედი წამლები. კვლევის დღეს პაციეტნი უნდა იყოს უზმოდ. წყლის დალევა შესაძლებელია.


  ვის უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა EndoPAT ტესტი ?

  • პაციენტებს ტკივილით გულის არეში, რომელთაც აღენიშნებათ სუფთა გულის მკვებავი სისხლძარღვები დიაგნოსტირებული კორონარული ანგიოგრაფიით და/ან CT ანგიოგრაფიით- მიკროვასკულური დისფუნქციის დიაგნოსტირების მიზნით (კარდიალური სინდრომი X);

  • ქალებს ტკივილით გულის არეში და/ან საეჭვო მიკროვასკულური დაავადებით;

  • პაციენტებს ერექტიული დისფუნქციით;

  • პაციენტებს პრე ეკლამპსიითა და/ან ორსულთა ტოქსიკოზით;

  • პაციენტებს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით;

  • პაციენტებს გულზე ჩატარებული კორონარული შუნტირებისა და კორონარული სტენტირების შემდეგ, მკურნალობის შეფასების მიზნით;

  • თამბაქოს მომხმარებლებს;

  • პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით;

  • პაციენტებს გადატანილი იშმიური ინსულტით/ტრანზიტორული იშემიური შეტევით.

  • EndoPAT ტესტის  ჩატარებამდე აუცილებელია ექიმთან წინასწარ ჩაწერა.