ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)
ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE) არის ექოკარდიოსკოპიის შესრულების ალტერნატიული გზა. სპეციალური ზონდი, რომლის ბოლოშიც დამაგრებულია ულტრაბგერითი გადამწოდი, თავსდება პაციენტის საყლაპავ მილში.
ტრანსთორაკალურ ექოკარდიოსკოპიასთან შედარებით, მისი უპირატეობა არის გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხის, რაც განპირობებულია როგორც დისტანციის სიმცირით ტრანდუსერს და გულის სტრუქტურებს შორის, ასევე კვლევისას ფილტვის ქსოვილისთვის გვერდის ავლით.
ექოკარდიოსკოპიისგან განსხვავებით განსხვავებით TTE-ის საშუალებით უკეთესად შეფასდება გულის სხვადასხვა სტრუქტურები და მიიღება საუკეთესო გამოსახულება, მათ შორის: აორტის, ფილტვის არტერიისა და ფილტვის ვენების, გულის სარქველების, ორივე წინაგულების, წინაგულთაშუა ძგიდის, მიტრალური სარქველის, მარცხენა წინაგულის ყურისა და კორონარული არტერიების.
TEE არის მაღალი სენსიტიური მეთოდი მარცხენა წინაგულსა და ყურში თრომბის ლოკაციის გამოსავლენად. (მაგ. მოციმიმცემე არითმიის მედიკამენტური და არამედიკამენტური მოხსნის წინ)
მიზანშეწონილია, მისი ჩატარება სპეციალიზებულ კაბინეტში მსუბუქი სედაციის ფონზე.