დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

სპიროერგომეტრია

სპიროერგომეტრია – არის გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი სისტემის ურთიერთქმედების, ასევე ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების  შეფასებ- ის არაინვაზიური (უსისხლო) მეთოდი.

გამოკვლევა წარმოადგენს დატვირთვის ტესტს, (ველოერგომეტრზე, ან სარბენ ბილიკზე), რომლის დროსაც პაციენტს უწყვეტ რეჟიმში უკონტროლდება გაზთა ცვლა და პარალელურად ფასდება გულის მუშაობა, ეკგ და არტერიული წნევა

სპიროერგომეტრიის ჩატარების მიზნები და ჩვენებები:

  • დატვირთვის მიმართ ტოლერანტობისა (ამტანობის) და ფიზიკური მუშაობისუნარიანობის (თუ შრომისუნარიანობის) განსაზღვრა;
  • დატვირთვისადმი ტოლერანტობის (ამტანობის) დაქვეითების მიზეზების დადგენა;
  • გულ – სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტების შეფასება:
    (*გიდ, *გუ  – ის ადრეული სტადიების დიაგნოსტიკა, *თანდაყოლილი მანკები: შუნტის მიმართულების დიაგნოსტიკა დატვირთვისას);
  •  გულ – ფილტვის სისტემის მდგომარეობის  ობიექტური შეფასება დიდი მოცულობის ოპერაციების წინ, (მათ შორის გულზე და ფილტვებზე ჩარევისას), გამოიყენება ყველა ასაკის პაციენტში
  • გულისა და ფილტვის გადანერგვის კანდიდატების  წინასაოპერაციო შეფასება;
  • ანტიანგინალური მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  • რეაბილიტაციის პროგრამების შერჩევა;
  • პროგნოზის შეფასება სხვადასხვა  პათოლოგიის დროს.
  • ფსიქოგენური და ქცევითი ქოშინი (შფოთვა, სიმულაცია)
  • საწვრთნელი დატვირთვების ინდივიდუალური შერჩევისა და საწვრთნელი პროცესის ეფექტურობის შეფასება;
  • სპორტული მედიცინა;
  • ძირითადი ცვლის (მეტაბოლიზმის) შეფასება დიეტის შერჩევისა და წონის კონტროლისათვის;
  • დაავადებები კუნთების ბიოენერგეტიკის დარღვევით (მიოპათია და სხვა);

პაციენტების სწორი შერჩევა, ჩვენებებისა და უკუჩვენებების გულმოდგინე გათვალისწინება უზრუნველყოფს გამოკვლევის ძალიან მაღალ უსაფრთხოებას!