დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია)ექოკარდიოგრაფიატრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (TEE)ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)ეკგ სტრეს-ტესტი ველოერგომეტრიით, ტრედმილით24 სთ. ეკგ ჰოლტერის მონიტორირება (3; 12 განხრიანი)24 სთ. არტერიული წნევის მონიტორირებამხარ–გოჯის ინდექსის განსაზღვრასპიროერგომეტრიასაძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირებასპირომეტრიაგასტროსკოპია (გასტროეზოფაგოდუოდენოსკოპია)ბრონქოსკოპიაკოლონოსკოპიარესპირატორული ჰელიკოტესტიმუცლის ღრუს ექოსკოპიაფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიაენდოთელიუმის ფუნქციის შეფასება (EndoPAT)ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ზეჟანგის (Fe NO) და CO განსაზღვრაპულსოქსიმეტრი (სატურატორი)ძვალ-სახსროვანი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაგულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევამუცლის ღრუს და საჭმლის მომნელებელი სისტემის რენტგენოლოგიური კვლევაკომპიუტერული ტომოგრაფიაკორონარული ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია)

ექოკარდიოგრაფიული სტრეს-ტესტი (დობუტამინით)

სტრეს-ექოკარდიოგრაფია დობუტამინით - გულის ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია დობუტამინის დოზირებულ ინტრავენურ ინექციაზე;  ამ გზით ინდუცირებული გულის შეკუმშვათა სიშირის მატება  და მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის გაძლიერება  მნიშვნელოვნად ზრდის  მიოკარდიუმის ფუნქციური მდგომარეობის არაინვაზიური გზით შეფასების შესაძლებლობას.

სინჯი გამოიყენება: 

  • კორონარული უკმარისობის შესაფასებლად
  • მიოკარდიუმის იშემიის დიაგნოსტიკისთვის, ფიზიკური დატვირთვის ტესტის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში
  • მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, სიცოცხლისუნარიანი მიოკარდიუმის გამოვლენის მიზნით, ოპერაციული მკურნალობის ჩვენების განსაზღვრისათვის
  • სარქვლოვანი პათოლოგიების შესაფასებლად  მაგ: აორტალური სარქვლის შევიწროების სიმძიმის შეფასება პაციენტებში გულის დაბალი კუმშვადობის უნარით.

სტრეს – ექოკარდიოგრაფიის პროცედურის დროს სპეციალური დოზატორის მეშვეობით ხდება ვენაში დობუტამინის შეყვანა 15 წუთის განმავლობაში, პარალელურად მიმდინარეობს არტერიული წნევის მონიტორინგი, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი კონტროლი. ტესტი წყდება, როდესაც გულის შეკუმშვები სამიზნე სიხშირეს მიაღწევს, ან გამოვლინდება არასასურველი ნიშნები, როგორიცაა ულტრაბგერითი კვლევაზე,  გულის კუმშვადობის ცვლილებები, ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, დაღლილობა, არტერიული წნევისა და ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები. ხდება მიღებული კვლევის შედეგების დაფიქსირება და დინამიკაში შემდგომი ტესტის შედეგებთან შედარება.

კვლევა ტარდება სპეციალიზებულ კაბინეტში.